სამუშაო ვიზიტი ქუთაისის აეროპორტში [fr]

2018 წლის 15 მარტს, საფრანგეთის საელჩოს შიდა უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებით გამართული მრგვალი მაგიდის შემდეგ, რომელზეც შეიკრიბნენ პოლიციის ატაშეები და შენგენის სივრცის წევრი ქვეყნების ძირითადი დიპლომატიური მისიების საკონსულო სამსახურების წარმომადგენლები და სადაც იმსჯელეს საქართველოში არსებულ ძირითად მიგრაციულ ტენდენციებზე ევროკავშირის მიმართულებით, 2018 წლის 24 აპრილს, ევროპის ქვეყნების რამდენიმე შიდა უსაფრთხოების ატაშე სასწავლო ვიზიტით ეწვია ქუთაისის აეროპორტს.

მარტის თვეში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე აზრთა გაზიარებისას, გამოვლინდა ერთის მხრივ, საფრანგეთში და აგრეთვე ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნის ფაქტების მნიშვნელოვანი ზრდა და მეორეს მხრივ, შენგენის ზონაში დასაშვები 90 დღიანი ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეების არალეგალურ ვითარებაში ყოფნის ფაქტების მატება.

ხაზგასმულ და მოწონებულ იქნა საქართველოს ხელისუფლების ჩართულობა ამ მოვლენების აღსაკვეთად, რათა არ დაზარალდნენ პატიოსანი და კეთილსინდისიერი მოგზაურები.

მრგვალი მაგიდის მიმდინარეობისას საქართველოში საფრანგეთის ელჩის, ბატონი პასკალ მენიეს, აგრეთვე საბერძნეთის და ავსტრიის ელჩების მხარდაჭერით დაისახა თანამშრომლობის რამდენიმე მიმართულება.

თავის მხრივ, 2018 წლის 24 აპრილს ქუთაისის აეროპორტის ერთობლივმა ვიზიტმა შენგენის სივრცის ექვსი ქვეყნის წარმომადგენლებს (საბერძნეთი, ლიტვა, ჩეხეთის რესპუბლიკა, შვედეთი, შვეიცარია და საფრანგეთი) მისცა შესანიშნავი საშუალება, რათა შეხვედროდნენ აეროპორტის პოლიციის სამსახურების წარმომადგენლებს. იმერეთის რეგიონის საპატრულო პოლიციის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დირექტორებმა გულთბილად უმასპინძლეს დელეგაციას და უპასუხეს ყველა დასმულ შეკითხვას.

აეროპორტის ვიზიტი და გამართული შეხვედრები გახდა სხვადასხვა საკითხებზე აზრთა ნაყოფიერი გაზიარების საშუალება. ეს საკითხებია საჰაერო საქმიანობის გაფართოება, რის შედეგადაც ქუთაისის აეროპორტი თბილისის შემდეგ ქვეყნის მეორე აეროპორტად იქცა. 2017 წელს ქუთაისის აეროპორტიდან იმგზავრა 500 000 მგზავრმა, ხოლო 2018 წელს მგზავრთა რაოდენობა სავარაუდოდ 1 მილიონს მიაღწევს, რაც გამოიწვევს აეროპორტის სტრუქტურების გაფართოებას და საჰაერო მიმოსვლის მატებას, რასაც თან ახლავს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული ამოცანებიც. დელეგაციის წევრების მხრიდან შეთავაზებული იქნა ერთობლივი თანამშრომლობის პერსპექტივები, რათა დახმარება გაეწიოს საქათველოს ხელისუფლებას ყალბი დოკუმენტების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში და აგრეთვე მიგრაციულ საფრთხეებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცვლაში.

Table ronde du 15 mars 2018
Table ronde du 15 mars 2018
Photo: Service de sécurité intérieure
Visite de travail à l'aéroport de Koutaïssi
Visite de travail à l’aéroport de Koutaïssi
Photo: Service de sécurité intérieure
Visite de travail à l'aéroport de Koutaïssi
Visite de travail à l’aéroport de Koutaïssi
Photo: Service de sécurité intérieure
Aéroport international de Koutaïssi
Aéroport international de Koutaïssi
Photo: Service de sécurité interieure
Aéroport international de Koutaïssi
Aéroport international de Koutaïssi
Photo: Service de sécurité interieure

გამოქვეყნებულია 10/05/2018

გვერდის დასაწყისი