სასწავლო პროგრამები კულტურის მართვის დარგში საფრანგეთში : პროგრამა « კურანი » 2007

საქართველოში საფრანგეთის საელჩოს კულტურისა და თანამშრომლობის განყოფილება გაცნობებთ, რომ საფრანგეთის კულტურის სამინისტრო აწყობს კულტურის მართვის სპეციალიზირებულ სტაჟირებებს საქართველოს კულტურისა და ხელოვნების დარგში დაწესებულებების ფრაკოფონი თანამშრომლებისათვის.

საქმე ეხება საფრანგეთის კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ პროგრამას, « კურან დიუ მონდ », რომელიც ეწყობა 2007 წ-ის 13-დან 30 ნოემბრამდე და ითვალისწინებს სპეციალიზირებულ სტაჟირებებს კულტურის პოლიტიკით დაკავებული ოციოდე უცხოელი ფრანკოფონი პროფესიონალისათვის.

- « საარქივო თეორიები და პრაქტიკა » საფრანგეთის არქივში
- « ელექტრონული რესურსები ბიბლიოთეკისათვის » პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკაში
- « კულტურის პოლიტიკა და ადმინისტრაცია » გრენობლის კულტურის პოლიტიკის ეროვნულ ობსერვატორიაში
- « კულტურის დაფინანსება და ეკონომიკა » პარიზის დოფინის უნივერსიტეტში

გარდა ამისა, კულტურის დარგში მაღალი თანამდებობის ფრანკოფონ მოხელეებს საშუალება ეძლევათ თავად ამოირჩიონ მათთვის საინტერესო კურსი შემდეგ სფეროებში : პლასტიკური ხელოვნება, მუზეუმი, თეატრი, მუსიკა, ცეკვა, კინო, არქივები, წიგნი, ბიბლიოთეკა, არქიტექტურა, ურბანიზმი და კულტურული მემკვიდრეობა.

გვსურს გავამახვილოთ ყურადღება იმ ფაქტზე, რომ სტაჟირების კანდიდატები სავალდებულოა იყვნენ კარგი ფრანკოფონები (საელჩოში ჩატარდება ენის ტესტი). სტაჟირებებთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, გარდა საერთაშორისო მგზავრობისა (თბილისი- პარიზი-თბილისი), ანაზღაურებს ფრანგული მხარე.

კანდიდატისათვის განკუთვნილი დოსიეს მისაღებად დაუკავშირდით საელჩოს კულტურისა და თანამშრომლობის განყოფილებას (ტელ : 98 78 23). დოსიეს დაგვიბრუნებთ კულტურის განყოფილებაში, 2007 წ-ის 15 მარტამდე, შემდეგ იგი საფრანგეთის კულტურის სამინისტროში გაიგზავნება.

გამოქვეყნებულია 11/04/2007

გვერდის დასაწყისი