სასწავლო სტიპენდიები (მე-2 და მე-3 ციკლი)

  • გნებავთ საფრანგეთში განაგრძოთ სწავლა 2008 სასწავლო წლიდან ?
  • სასწავლო სტიპენდიები (მე-2 და მე-3 ციკლი)

- თქვენ გაქვთ უნივერსიტეტის დამთავრების დიპლომი ან ბოლო კურსზე სწავლობთ ?

- იცით, გესმით ან საუბრობთ ფრანგულ ენაზე ?

- გნებავთ სწავლა განაგრძოთ საფრანგეთის უმაღლეს სასწავლებელში, მე-2 ან მე-3 ციკლზე, სამართლის, ლიტერატურის, პოლიტიკური მეცნიერებების, ეკონომიკის, კომერციის, მართვის, საერთაშორისო ურთიერთობების, არქეოლოგიის, მეღვინეობის ან ინფორმატიკის სფეროში ?

  • მაშინ მოითხოვეთ საფრანგეთის მთავრობის სტიპენდია !

დოსიე უნდა შედგებოდეს :
- მოტივაციის წერილისგან
- ავტობიოგრაფიისგან (CV) ფოტოსურათითა და კანდიდატის დაწვრილებითი კოორდინატებით
- საფრანგეთში სწავლის პროგრამის აღწერით, სადაც მითითებული იქნება
- სასწავლო დისციპლინა და სასურველი 3 ფრანგული უნივერსიტეტი
- სწავლების კურსი – მასტერ 1 ან მასტერ 2
- უკანასკნელი ნიშნების ფურცელი

დოსიე პირადად უნდა წარმოადგინოთ საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლობისა და კულტურის სამსახურში, გოგებაშვილის ქ. 15-ში. თქვენ მიგიღებთ და გაგესაუბრებათ ატაშე სამეცნიერო და ტექნიკურ დარგში. დოსიეების ჩაბარების უკანასკნელი ვადაა 2007 წლის 30 ნოემბერი.

თქვენთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე პასუხს მიიღებთ ბროშურაში საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიის მოპოვების მსურველისთვის. ბროშურის მოძიება შეგიძლიათ საფრანგეთის საელჩოს საიტზე :

http:// www.ambafrance-ge.org

Word - 64 ko
საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიები
(Word - 64 ko)

publie le 02/11/2007

hautdepage