სატრანსპორტო საშუალების მართვა საფრანგეთში უცხოური მართვის მოწმობით [fr]

მოძრაობის წესები მიზნად ისახავს, განსაკუთრებით, სასიკვდილო ავტოკატასტროფების რისკის შემცირებას.

თვითოეული ადამიანი, რეგულარულად ცხოვრობს ის რომელიმე ქვეყანაში თუ არა, ვალდებულია, დაიცვას ისინი.

მართვის მოწმობა

თუ საფრანგეთში მიემგზავრებით მოკლევადიანი ვიზიტით (მაგალითად დასასვენებლად), შეგიძლიათ თქვენი მართვის მოწმობით მართოთ სატრანსპორტო საშუალება. ის უნდა იყოს მოქმედი და შეიცავდეს ფრანგულ განმარტებებს ან თან ახლდეს ოფიციალური თარგმანი ფრანგულად ან საერთაშორისო მართვის მოწმობა.

თუ საფრანგეთში ცხოვრობთ, თქვენი მოწმობის გამოყენება შეგიძლიათ ერთი წლის განმავლობაში, გარკვეული პირობებით. ერთი წლის შემდეგ, თქვენი უცხოური მართვის მოწმობა ფრანგულ მართვის მოწმობაზე უნდა გადაცვალოთ.

დამატებითი ინფორმაციისთვის : https://www.service-public.fr/particuliers/vosdroits/N19126

მოწმობა ვირტუალური ქულებით

საფრანგეთი ითვალისწინებს უცხოური მოწმობებით საფრანგეთში მოძრავი პიროვნებების მართვის მოწმობაზე ქულების მიკუთვნებას (« მოწმობა ვირტუალური ქულებით »).

ქულების რაოდენობა შემცირდება, თუ მძღოლი საფრანგეთში სამართალდარღვევას ჩაიდენს.

თუ ქულების რაოდენობა განულდება, მძღოლს საფრანგეთის ტერიტორიაზე ერთი წლით აეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა. აღნიშნული აკრძალვის დარღვევის შემთხვევაში, კანონის დამრღვევს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 4 500 ევროს ჯარიმა და სატრანსპორტო საშუალების დაუყოვნებლივი იმობილიზაცია ემუქრება.

სიჩქარის შეზღუდვა

საფრანგეთში მაქსიმალური ნებადართული სიჩქარეა :

  • 50კმ/სთ დასახლებულ პუნქტში ;
  • 80კმ/სთ დასახლებული პუნქტის გარეთ ორი მიმართულების გზებზე ცენტრალური გამყოფის გარეშე (ზოგიერთ გზაზე შესაძლოა დროდადრო 90კმ/სთ-ით იყოს ლიმიტირებული) ;
  • 110კმ/სთ ორ გზატკეცილიან გზებზე, რომლებიც გაყოფილია ცენტრალური გამყოფით (100კმ/სთ წვიმიანი ამინდის დროს);
  • 130კმ/სთ ავტომაგისტრალებზე (110კმ/სთ წვიმიანი ამინდის დროს).

აღნიშნული შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში, მოხდება ოქმის შედგენა და დარღვევის უწყება გაეგზავნებათ სამართალდარღვევის ავტორებს.

მობილური ტელეფონის გამოყენება

სატრანსპორტო საშუალების მართვა მობილური ტელეფონით ხელში ან ყურზე აუდიო მოწყობილობის დამაგრებით, როგორიცაა სხვა და სხვა სახის ყურსასმენები, აკრძალულია და ისჯება :

  • 135 ევროს ჯარიმით ;
  • მართვის მოწმობაზე 3 ქალის დაკლებით

გარდა ამისა, მობილური ტელეფონის გამოყენება ხელში დაჭერით, რაც დაკავშირებულია საგზაო კედქსის სხვა სამართალდარღვევასთან, იწვევს მართვის მოწმობის ადგილზე ჩამორთმევას. თუ მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელი სხვა მძღოლი ვერ შეძლებს ავტომობილის მართვას, მოხდება ამ უკანასკნელის იმობილიზაცია.

ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება

ალკოჰოლის მაჩვენებლის ნებადართული ზღვარი 0,5 გრ ალკოჰოლია ლიტრ სისხლზე. ეს მაჩვენებელი 0,2 გრ-ია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებისთვის, გამოსაცდელი მოწმობებისა და შესწავლის პროცესში მყოფი პიროვნებებისთვის.

სატრანსპორტო საშუალების მართვა ან მოწაფე მძღოლის თანხლება ნარკოტიკული საშუალებების ან მცენარეების მოხმარების შემდეგ, აკრძალულია, რაოდენობის მიუხედავად.

ალკოჰოლის ზეგავლენის ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ტარებამ შესაძლოა გამოიწვიოს მართვის მოწმობის ადგილზე ჩამორთმევა. თუ მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელი სხვა მძღოლი ვერ შეძლებს ავტომობილის მართვას, მოხდება ამ უკანასკნელის იმობილიზაცია.

თუ სამართალდარღვევა დაფიქსირდა გზის პირას და ადგილი აქვს ავტომობილის იმობილიზაციას, ეს უკანასკნელი გადაყვანილი იქნება სადგომზე 7 დღის განმავლობაში და მხოლოდ მართვის მოწმობისა და დაზღვევის მფლობელი პიროვნება შეძლებს მის გამოყვანას.

უსაფრთხოების ღონისძიებები

უსაფრთხოების ღვედის ტარება აუცილებელია ყველა ავტომობილში, როგორც წინა, ასევე უკანა სავარძლებზე. ბავშვები სათანადოდ უნდა იყვნენ მოთავსებულნი სპეციალურ სამაგრიან სკამებში.

ჩაფხუტისა და ხელთათმანების ტარება აუცილებელია ორთვლიანი მოტოციკლეტების მძღოლებისა და მგზავრებისთვის.

უსაფრთხოების ჟილეტისა და ავარიული გაჩერების ნიშნის (ავარიულ შუქებთან ერთად) ქონა ყველა ავტომობილისთვისაა აუცილებელი.

გამოქვეყნებულია 03/07/2018

გვერდის დასაწყისი