საუნივერსიტეტო თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერა

2017 წლის 19 ივნისს, პარი სორბონ აბუ-დაბისა (PSUAD) და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შეთანხმებას, რომელიც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ფრანგული ენის პროგრამასა და ფრანგული საუნივერსიტეტო სწავლების მეთოდების დანერგვას უყრის საფუძველს.

JPEG - 356.3 ko
M. Mamuka Tavkhelidzé, recteur de l’Université Gr.Robakidzé et M. Eric Fouache, recteur de l’Université Paris Sorbonne Abu Dhabi, signature de l’accord/ბ-ნი მამუკა თავხელიძე, გრ.რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორი და ბ-ნი ერიკ ფუაში, პარი სორბონ აბუ დაბის უნივერსიტეტის რექტორი, შეთანხმების ხელმოწერა

ცერემონიას დაესწრნენ ბატონი პასკალ მენიე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ბატონი ერიკ ფუაში, უნივერსიტეტ პარი სორბონ აბუ-დაბის რექტორი და ქალბატონი ფატიმა ალ-შამსი, უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე,

JPEG - 348 ko
M. Mamuka Tavkhelidzé et M. Jean-Yves Lavoir, directeur de l’Instittu Français de Géorgie, signature de l’accord/ბ-ნი მამუკა თავხელიძე და ჟან-ივ ლავუარი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი - შეთანხმების ხელმოწერა

აღნიშნული პროგრამა, რომელსაც ადმინისტრირებას პარი სორბონ აბუ-დაბი უწევს საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან ერთად, DELF B2 საერთაშორისო გამოცდებისათვის მოამზადებს სტუდენტებს, რომლებიც პროგრამის წარმატებით დასრულების შემდგომ დაეუფლებიან უნივერსიტეტ პარი სორბონის საუნივერსიტეტო დიპლომს ფრანგულ ენაში. ეს უკანასკნელი სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, სწავლა გააგრძელონ საფრანგეთში, პარიზის სორბონის უნივერსიტეტში ან არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, პარი სორბონ აბუ-დაბის უნივერსიტეტში.

აღნიშნული შეთანხმება პარი სორბონ აბუ-დაბის, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტებსა და საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის ჩამოყალიბების შედეგია. იგი აგრეთვე, საფრანგეთსა და საქართველოს შორის მომავალი საუნივერსიტეტო და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების წინაპირობაა.

JPEG - 115.3 ko
M. Pascal Meunier, Ambassadeur de France en Géorgie/ბ-ნი პასკალ მენიე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში

პროგრამა სტუდენტების პირველ ნაკადს 2017 წლის სექტემბრიდან მიიღებს. რეგისტრაცია იწარმოებს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში.

JPEG - 350.6 ko
M. Jean-Yves Lavoir, Mme Fatima Al-Shamsi,S.E.M. Pascal Meunier, M. Mamuka Tavkhelidze, M. Eric Fouache, M. Terry Burté/ბ-ნი ჟან-ივ ლავუარი, ქ-ნი ფატიმა ალ-შამსი, ბ-ნი პასკალ მენიე, ბ-ნი მამუკა თავხელიძე, ბ-ნი ერიკ ფუაში, ბ-ნი ტერი ბურტე

publie le 07/07/2017

hautdepage