საფრანგეთ-საქართველოს ბიზნეს-ფორუმი. პრესის კომუნიკე

საფრანგეთის ყველაზე მსხვილი საწარმოების ხელმძღვანელთა მნიშვნელოვანი დელეგაცია პირველად ეწვევა საქართველოს, რათა მონაწილეობა მიიღოს საფრანგეთ-საქართველოს ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც საქართველოს სავაჭრო პალატის ორგანიზებითა და ბანკი რესპუბლიკის პარტნიორობით იმართება. საქართველოში ვიზიტისას ფრანგი ინვესტორები ასევე გაეცნობიან იმ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, რომელსაც ეს ქვეყანა სთავაზობს.

დელეგაცია, რომელსაც MEDEF- ის (საფრანგეთის საწარმოთა მოძრაობა) საერთაშორისო კავკასიისა და ცენტრალური აზიის კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი მონსი ხელმძღვანელობს, საქართველოში 7 დეკემბერს ბაქოდან ჩამოვა და ორ დღეს დაჰყოფს. საქართველოს ხელისუფლებასთან შეხვედრები უმაღლეს დონეზე წარიმართება. ფრანგი ბიზნესმენები ასევე შეხვდებიან ქართული ძირითადი კომპანიების წარმომადგენლებს.

ფრანგულ კომპანიებს შორისაა AREVA, AUTOMOBILES CITROEN, BCEOM, BOUYGUES BATIMENT, CARLSON WAGONLIT, CG INTERNATIONAL, FRANCOIS CHARLES OBERTHUR FIDUCIAIRE, GAZ DE FRANCE, PANHARD GENERAL DEFENSE, SEURECA, ULTRAFLUX, VEOLIA ENVIRONNEMENT და ბანკები BNP PARIBAS, CALYON da SOCIETE GENERALE.

publie le 19/12/2006

hautdepage