საფრანგეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა

საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ბატონმა ემანუელ მაკრონმა საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ელისეის სასახლეში 19 თებერვალს უმასპინძლა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა რომ საფრანგეთი განაგრძობდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცედ მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რომ იგი ყოველთვის იქნებოდა საქართველოს გვერდით, როგორც 2008 წელის ომის დროს. პრეზიდენტებმა ისაუბრეს უსაფრთხოების საკითხებზე კავკასიის რეგიონში, რეგიონალურ გამოწვევებზე და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე. საფრანგეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებისა და ახალ ეტაპზე გადასვლის მიზნით, მხარეებმა ხელი მოაწერეს « დიმიტრი ამილახვრის » სახელობის დიალოგის დაფუძვნების დეკლარაციას, რომელიც უფრო რეგულარულს გახდის პარიზსა და თბილისს შორის გაცვლებს პოლიტიკის, საპარლამენტო, თავდაცვის, უსაფრთხოების, კულტურის თუ სხვა სფეროებში. ოფიციალური შეხვედრების შემდეგ გაიმართა პრესკონფერენცია.

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, ორმხრივი საკითხები და სიტუაცია რეგიონში დისკუსიის მთავარი თემები იყო. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საპარლამენტო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმების აუცილებლობაზე.

Entretien entre le Président de la République et la Présidente géorgienne

გამოქვეყნებულია 13/03/2019

გვერდის დასაწყისი