საფრანგეთის პოლიციის თანამშრომლობა თბილისის მეტროს პოლიციასთან

2006 წლის 5-8 დეკემბერს ორმხივი თანამშრომლობის ფარგლებში. პარიზის პოლიციის პრეფექტურის ტრანსპორტის რეგიონალური პოლიციის ქვე-სამმართველოს გენერალური შტაბის უფროსი შეხვდა თბილისის მეტროს პოლიციის ხელმძღვანელ პირებს.

JPEG

ამ ვიზიტმა საშუალება მოგვცა დაგვენახა, რომ ამ ორი სამსახურის კომპეტენცია მთლიანად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ტრანსპორტის რეგიონალურ პოლიციას, სადაც დაახლოებით 1200 პოლიციელი მსახურობს, ევალება მთლიანად მეტროს, რეგიონალური ექსპრეს-მატარებლების და საგარეუბნო მატარებლების უსაფრთხოებაზე ზრუნვა. ასევე 287 მეტროს სადგურში, საფრანგეთის რკინიგზის ილ დე ფრანსის რეგიონში და პარიზში არსებულ 400-მდე სადგურში უსაფრთხოების დაცვა. ამ ქსელებში,, რომლებითაც ყოველდღიურად 7 მილიონი მგზავრი სარგებლობს, ყოველთვიურად დაახლოებით 3500 დანაშაულის ფაქტი აღირიცხება. საქართველოს პოლიცია კი თავისი 228 პოლიციელით უზრუნველყოფს მეტროს 21 სადგურის და 3 ხაზის უსაფრთხოებას, რომლებითაც ყოველდღიურად 350 000 -400 000 მგზავრი სარგებლობს და სადაც 2006 წლის დასაწყისიდან 120 სამართალდარღვევაა დაფიქსირებული.

მუდმივი ევოლუციის პროცესში მყოფი მეთოდების წარმოდგენამ, რომლებიც პოლიციის პრეფექტურის მიერ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, უსაფრთხოების განმტკიცების და დანაშაულობებზე ადაპტაციის მიზნით ხორციელდება, საშუალება მოგვცა შეგვეთავაზებინა ორგანიზაციული თვალსაზრისით ადვილად შესასრულებლი გადაწყვეტილებები და ფუნქციების ხელახალი განსაზღვრა.

გამოქვეყნებულია 22/12/2006

გვერდის დასაწყისი