საფრანგეთის რესპუბლიკის პრემია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ( 2007 წ )

GIF

გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად

ქალბატონო, ბატონო,

საფრანგეთის რესპუბლიკის პრემია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში « თავისუფლება-თანასწორობა-ძმობა », რომელსაც საფრანგეთის მთავრობის პრემიერ მინისტრი გადასცემს, მზადაა კანდიდატურების მისაღებად.

1. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, დამოუკიდებლად ეროვნებისა და საზღვრებისა, უნდა წარმოადგინონ თავიანთი საქმიანობა ადგილზე, ან პროექტი, რომელიც საფრანგეთში ან სხვა ქვეყანაში ხორცილედება და 2007 წლის ორი თემიდან ერთ-ერთს ეხება.

თემა 1. ბრძოლა ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ

_ მსოფლიოში ყოველწლიურად 700 000 -ზე მეტი ადამიანი ხდება ამ ვაჭრობის მსხვერპლი. ადამიანებით ვაჭრობა მონობის თანამედროვე ფორმაა, რომელიც არღვევს როგორც ადამიანის პიროვნულ ღირსებასა და ფასეულობას, ისე მის ძირითად უფლებებს, ისეთი როგორიცაა სიცოცხლის უფლება, პირადი თავისუფლება და უსაფრთხოება და ასევე დამონებისა და იძულებითი მუშაობის, სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას. არსებობს უამრავი იურიდიული ინსტრუმენტი საერთაშორისო, რეგიონალურ და ეროვნულ დონეზე, მაგრამ ეს ინსტრუმენტები არასაკმარისია ასეთი რთული და ტრანსნაციონალური ფენომენის წინაშე.

ასეთ ვითარებაში ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ მებრძოლი ასოციაციების მუშაობა გადამწყვეტია. კანდიდატურებად წარმოდგენილი არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტები ძირითადად პრევენციულ საფეროსა და ამ ვაჭრობისაგან ადამიანთა დაცვას უნდა ეხებოდეს. ეს შეიძლება იყოს პრევენციის პროგრამები ადამიანთა დაუცველი ფენებისათვის, ახსნა-განმარტებითი კამპანიები საჯარო ხელისუფლების, ეკონომიკის დარგის მუშაკებისა და სამოქალაქო საზოგადოებისათვის, იურიდიული ჩარევა და დამცველი ღონისძიებები ამ ვაჭრობის მსხვერპლთათვის და მათი ოჯახებისათვის, მათთვის სოციალური და იურიდიული დახმარებისა და რეაბილიტაციის პროგრამები.

თემა 2. აზრის, სიტყვისა და ინფორმაციის თავისუფლება

თითოეულ ინდივიდს აქვს აზრისა და სიტყვის თავისუფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას აქვს უფლება არ სდევნიდნენ თავისი აზრებისათვის და ასევე აქვს უფლება მოიძიოს, მიიღოს და ნებისმიერი საშუალებებით გაავრცელოს ნებისმიერი ინფორმაცია თავისი ქვეყნის საზღვრებს გარეთაც
( ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი 19). აზრის, სიტყვისა და ინფორმაციის თავისუფლება პლურალიზმზე, ტოლერანტობასა და გონებაგახსნილობაზე დაფუძნებული დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი დედაბოძია. თუმცა ამ ძირითადი თავისუფლების დარღვევის შემთხვევები ხშირი და მრავალგვარია: ცენზურა, დაპატიმრება, დევნა, მუქარა, იძულებითი გაუჩინარება, ქალებისა და მამაკაცების სიცოცხლის ხელყოფა.
პრემირებული საქმიანობის და პროგრამების ამოცანა იქნება აზრის, სიტყვისა და ინფორმაციის თავისუფლების დაცვის ხელშეწყობა ყველა საშუალებით - ბეჭვდითი პრესა, რადიო, მულტიმედია, განსაკუთრებით კი ინტერნეტი. შესაძლოა ეს იყოს სასწავლო ან სახელმწიფო საინფორმაციო პროგრამები ინფორმაციის უფლებაზე, მუქარისა და ცენზურისა ქვეშ მყოფ, ან დაპატიმრებული ადამიანების და მათი ოჯახების დაცვისა და უსაფრთხოების ზომებზე ( იურიდიული, სოციალური ან სხვა სახის დახმარება). არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა შეიძლება მიზნად ისახავდეს საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრისათვის ახსნა-განმარტებითი სამუშაოების ჩატარებას, რათა ამ უკანასკნელმა შეაფასოს აზრის, სიტყვისა და ინფორმაციის თავისფლების ხელყოფის მასშტაბი და ხელი შეუწყოს ამ თავისუფლების განვითარებასა და დაცვას.

2. პრემიერ მინისტრის მიერ გამოყოფილ დოტაციას - 75 000 ევრო - 5 ლაურეატი გაინაწილებს. შემდეგი 5 ლაურეატი მიიღებს “ სპეციალურ შეფასებას”. კანდიდატურები პრემიის წესდებით გათვალისწინებულ პირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ.
პრემიის წესდება შეგიძლიათ მიიღოთ მოთხოვნის საფუძველზე ან მოიძიოთ შემდეგ მისამართებზე: www.cncdh.fr; _ www.diplomatie.gouv.fr ; Diplonet.

3. სასურველია კანდიდატურის დოსიე ფრანგულ ენაზე იქნას
წარმოდგენილი. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ ინგლისურ ან ესპანურ ენებზე. ნებისმიერ შემთხვევაში დოსიეში უნდა იყოს:

  • ა) კანდიდატურის წერილი, რომელსაც წარმოადგენს და ხელს აწერს ოპერატორი არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე ან პასუხისმგებელი პირი;
  • ბ) პროექტის მიზანი და მისი განხორციელების დეტალური აღწერა. მითითებული უნდა იყოს ზუსტი ბიუჯეტი ( ექვივალენტით ევროში );
  • გ) მონაცემები ოპერატორი არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ ( წესდება, განხორციელებული პროექტები...);
  • დ) არასამთავრობო ორგანიზაციის საფოსტო და საბანკო მონაცემები;
  • ე) ინგლისურ და ესპანურ ენებზე წარმოდგენილ დოსიეთა სინთეზი ფრანგულ ენაზე ( მაქსიმუმ ორი გვერდი). კანდიდატი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შედგენილი ეს სინთეზი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გადათარგმნილ იქნას თქვენი სამსახურების მიერ.

კანდიდატებმა სრული დოსიე უნდა წარმოადგინონ 2007 წლის 15 ოქტომბრამდე, ადამიანის უფლებათა ეროვნული საკონსულტაციო კომისიის გენერალურ სამდივნოში ( 35, rue Saint-Dominique -75007 Paris, France) ან გამოგზავნონ მისამართზე: michel.forst@cncdh.pm.gouv.fr.

4. ჟიური შედეგებს გამოაცხადებს 2007 წლის 16 ნოემბერს. 2007 წლის პრემიის გადაცემა მოხდება საზეიმო ვითარებაში პრემიერ მინისტრის მიერ, პარიზში, 2007 წლის 10 დეკემბერს.

გთხოვთ უზრუნველჰყოთ ამ განცხადების სრული გავრცელება.

გთხოვთ ირწმუნოთ, ქალბატონო, ბატონო, ჩემი პატივისცემა

ჟოელ ტორავალი

Word - 22.5 ko
(Word - 22.5 ko)

გამოქვეყნებულია 17/09/2007

გვერდის დასაწყისი