საფრანგეთის სამთო ჯარის წარმომადგენლები საჩხერეში

JPEG

საჩხერეს სამთო მომზადების სკოლაში ორგანიზებული მესამე სამთო სტაჟირება ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა 2007 წლის 12 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე.

საფრანგეთის სამთო ჯარის წარმომადგენელთა შენაერთმა უხელმძღვანელა ქართველ ინსტრუქტორთა სწავლებას. ზოგიერთმა ქართველმა ახლა უკვე შესძლო წარემართა სტაჟირება, რომელიც უცხოელი, კერძოდ პოლონელი, სომეხი, უკრაინელი და ლიტველი სამხედროებისთვის ჩატარდა.

ინსტრუქტირება მოიცავდა წვრთნებს მაღალ მთაში, მწვერვალზე ან მყინვარზე ასვლისა და ვერტიკალური გადალახვის ტექნიკის შესწავლად.
მყინვარწვერის ციცაბო კალთებზე განხორციელებულმა ინსტრუქრირებამ შესაძლებელი გახადა კლდოვან ქიმებზე შეჯიბრებების მოწყობა ბანაკის ეკიპირებაში და წარსული სტაჟირებების განმავლობაში მიღებული ცოდნის კონსოლიდაცია, კერძოდ მთაში უსაფრთხოებისა და სამაშველო სამუშაოების ჩატარების სფეროში.

საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში მყოფმა და განსაკუთრებულად მოტივირებულმა ქართველმა ინსტრუქტრორებმა მიაღწიეს დასახულ მიზნებს და განივითარეს პროფესიული კომპეტენცია.

დახურვის ცერემონია გაიმართა 14 სექტემბერს საჩხერეს სამთო მომზადების სკოლის ტერირორიაზე. მას ესწრებოდნენ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი გოგავა, გენერალური შტაბის განათლების დეპარტამენტის უფროსი, გენერალი ქუთათელაძე და საფრანგეთის ელჩი.
მთაში მოძრაობისა და სამთო წვრთნების წარმართვაში მონაწილეობის შესაძლებლობის დასტურად, სტაჟიორებს გადაეცათ სამთო ინსტრუქტორების დიპლომები.

ცერემონია დასრულდა წარაყინების სიმბოლური გადაცემითა და ფიცით, სადაც ახალი ინსტრუქტორები პირობას დებდნენ, რომ მეგზურობას გაუწევდნენ, ურჩევდნენ და გადაარჩენდნენ ყველა გასაჭირში მყოფს, ნებისმიერ გარემოებებში ვისთან შეხვედრაც მოუხდებოდათ მთაში.

JPEG

გამოქვეყნებულია 19/09/2007

გვერდის დასაწყისი