საფრანგეთის საგარეო საქმეთა საკითხებში სახელმწიფო მდივნის, ბ-ნი რენო მუზელიეს საქართველოში ვიზიტი

JPEG
საგარეო საქმეთა საკითხებში სახელმწიფო მდივნის, ბ-ნი რენო მუზელიეს საქართველოში ვიზიტი

საგარეო საქმეთა საკითხებში სახელმწიფო მდივნის, ბ-ნი რენო მუზელიეს პრესკონფერენცია, საქართველოში საფრანგეთის ელჩის, ბ-ნი ფილიპ ლეფორის, სახელმწიფო მდივნის კაბინეტის უფროსის, ბ-ნი ჟან-მარი შუზენუსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის დირექტორის მოადგილის, ბ-ნი პიერ კოშარის თანდასწრებით, რომელიც 2005 წლის 6 თებერვალს, თბილისში, საფრანგეთის საელჩოს რეზიდენციაში გაიმართა.

მოგესალმებით,

საგარეო საქმეთა საკითხებში სახელმწიფო მდივნის რანგში ეს ჩემი თბილისში მეორე ვიზიტია. მდგომარეობა მართლაც მძიმეა. მე ჩამოვედი, რათა საფრანგეთის პრეზიდენტის, ბ-ნი ჟაკ შირაკისა და საფრანგეთის მთავრობის სახელით მივუსამძიმრო საქართველოს ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს ეს უცაბედი და უბედური შემთხვევა.ამ წუტებში მე ვწუხვარ მის ოჯახზე, მეუღლეზე, დედაზე და მცირეწლოვან შვილებზე. ახალგაზრდა კაცმა დატოვა ახალგაზრდა ოჯახი, ეს დიდი დანაკარგია.

ბ-ონ ზურაბ ჟვანიას ბევრი მეგობარი ჰყავდა საფრანგეთში. ყველა, ვინც კი მას იცნობდა ან ოდესმე შეხვედრია, პატივს სცემდა და უყვარდათ ეს დიდი ქართველი პატრიოტი, დიდი სახელმწიფო მოღვაწე, და რაღა თქმა უნდა, საფრანგეთის მეგობარი, ქვეყნის, რომესაც ის კარგად იცნობდა. მე წილად მხვდა ბედნიერება და პრივილეგია ბ-ნი ზურაბი გამეცნო თბილისში ჩემი პირველი ვიზიტის დროს და მე მაშინათვე დავაფასე მისი პიროვნული თვისებები, მისი ხედვა კავკასიის მოწყობის საკითხებში და თავისი ქვეყნისადმი სიყვარული. ის მაშინ პარლამენტის წევრი და პარტია "დემოკრატების" თავმჯდომარე იყო. მისი გარდაცვალება საქართველოსთვის დიდი დანაკლისია. დიდი დანაკარგია ასევე ფრანგულ-ქართული ურთიერთობებისთვის.

მე აგრეთვე ჩამოვედი, რათა საქართველოს ხელისუფლებისადმი გამოვხატო საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერა მოდერნიზაციის, დემოკრატიზაციისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და ბ-ნი ზ. ჟვანიას მიერ წამოწყებული ევროპასთან დაახლოების პროცესის მიმართ. ჩამოვედი, რათა ჩემი მთავრობის სრული მხარდაჭერა გამოვუსხადო პრეზიდენტ სააკაშვილს. გარწმუნებთ, რომ საფრანგეთი ყოველთვის თქვენს გვერდით იდგება სოლიდარული და მეგობრული, წარმატებასა თუ განსაცდელში. თქვენი ხელისუფლების, პრეზიდენტ სააკაშვილის, ზ. ჟვანიას მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის მიერ აღებული კურსი, ამბიციურია. დარწმუნებული ვარ ის წარმატებით დაგვირგვინდება. და ყველაზე ძვირფასი რამ, რაც შეიძლება ჩვენ ზ. ჟვანიას ხსოვნას მივაგოთ, ესაა ისე მოვიქცეთ, მხედველობაში მაქვს საერთაშორისო საზოგადოება და ევროპა, რომ საქართველოს განვითარება წარმატებული იყოს ყველა სფეროში.

მე მომეცა საშუალება გავსაუბრებოდი პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელმაც პატივი დამდო და მიმიღო ზუსტად დაკრძალვის ცერემონიალის წინ. მე მას გადავეცი პრეზიდენტ შირაკის სამძიმარი, მეგობრობისა და თანადგომის დასტური. საქართველო წარმატების გზას ადგას. ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს მნიშვნელოვანო და წარმატებული ადგილი უჭირავს. საქართველო საფრანგეთის მეგობარი ქვეყანაა. სწორედ ამიტომ ისურვეს ჩვენმა ქვეყანამ და პრეზიდენტმა შირაკმა, რომ საფრანგეთი დაკრძალვის ცერემონიალზე მინისტრის დონეზე ყოფილიყო წარმოდგენილი.

მზად ვარ ვუპასუხო თქვენს შეკითხვებს:

  • AFP: მთავრობიდან მნიშვნელოვანი ფიგურის წასვლის შემდეგ ხომ არ გაშფოთებთ რეფორმებისა და სტაბილურობის ბედი ქვეყანაში?

ბ-ნი მუზელიე: ჩემი დღევანდელი პრეზიდენტთან საუბარი ამ თემაზე მკაფიო იყო. მან ახსენა პოლიტიკური სტაბილურობის აუცილებლობა, ეკონომიკური განვითარება და მე არ მეჩვენა, რომ ის ქმ სქკიტხზე ღელავდა. მე ვიზიარებ მის ამ დამოკიდებულებას. ვფიქრობ, რომ დღეს საქართველო სწორ გზას ადგას, აღმავლობის, პოლიტიკური სტაბილურობისა და დაბალანსების გზას, რაც ესოდენ რთულია მსოფლიოს ამ ნაწილში, რომელიც რესტრუქტურიზაციისა და მოწყობის სტადიაშია.

  • ტელეკომპანია მზე: რუსული მედია და ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ზ. ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ საქართველოს დამოკიდებულება კონფლიქტების მოგვარების საკითხისადმი შეიძლება შეიცვალოს. რას ფიქრობს ამ საკითხზე საფრანგეთის ხელისუფლება?

ბ-ნი მუზელიე: ჩვენთვის ძვირფასია საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობა და მისი სუვერენიტეტი. თქვენმა პრეზიდენტმა ახსენა გასულ კვირას სამხრეთ ოსეთისადმი შეთავაზებული ავტონომიის მოდელი. ჩვენ დიდი გულისყურით ვეკიდებით ამ შეთავაზებას და მიგვაჩნია, რომ ეს მოდელი ამ რეგიონის მოწყობის ჩვენეულ ხედვას, მშვიდობის დაცვასა და ურთიერთპატივისცემას შეესაბამება. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ეუთო-ს, კერძოდ მის ფარგლებში საზღვრის დაცვის მონიტორინგის როლს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე.

  • Georgian Messenger: ტრადიციულად, საქართველოში აკრედიტებული საფრანგეთის ელჩები მხარს უჭერდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. თუ ასრულებს საფრანგეთი აქტიურ როლს რუსეთზე ზეწოლის მოხდენისა და ეუთო-ს დამკვირვებელთა მისიის გაგრძელების საკითხში?

ბ-ნი მუზელიე: საფრანგეთის პოლიტიკა ამ საკითხის მიმართ არ იცვლება. საქართველო მეგობარი ქვეყანაა. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ მეგობართა ჯგუფში და ჩვენი კურსი კვლავ ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების გამტარებელია. ამ კურსის განხორციელება კი გახლავთ საფრანგეთის ელჩის მისია.

  • Georgian Messenger: ჩვენ განსაკუთრებულად გვაშფოთებს რუსული სამხედრო ბაზების არსებობა საქართველოში და განსაკუთრებით ის ფაქტი, რომ 1999 წლის სტამბულის სამიტის შეთანხმება, რომელიც ამ ბაზების გაყვანას გულისხმობს, არ სრულდება.

ბ-ნი მუზელიე: საგარე საქმეთა მინისტრი, ბ-ნი მიშელ ბარნიე გასულ კვირას მოსკოვში რუსეთის ხელისუფლებას შეხვდა და ჩვენ გვაქვს საშუალება, სამშაბათს, პარიზში შევხვდეთ ქალ-ონ რაისს. ასე რომ, ჩვენ ამ თემას თვალს ვადევნებთ.

  • AFP: ბ-ნი ელჩი გაგაცნობდათ ზ. ჟვანიას გარდაცვალების შემდგომ სიტუაციას საქართველოში. რა აზრის ხართ ქართული საზოგადოების რეაქციაზე, რომელსაც არ სჯერა, რომ ზ.ჟვანიას გარდაცვალება იყო უბედური შემთხვევა?

ბ-ნი მუზელიე: გარდაცვლილს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა და დაასკვნეს, რომ ადგილი ჰქონდა უბედურ შემთხვევას. აქედან გამომდინარე, არ მესმის რატომ უნდა შევიტანო ეჭვი ამ დასკვნაში.

  • RFI: ეს მოვლენა გვაფიქრებს ქვეყნის შესაძლო დესტაბილიზაციაზე. თქვენ თუ შეაგულიანებთ საფრანგეთს გაზარდოს თავისი როლი საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესში?

ბ-ნი მუზელიე: მე დღეს ვესაუბრე საქართველოში საფრანგეთის ელჩს და სამშაბათიდან შევხვდები პარიზში საქართველოს ელჩს. მე არ მაქვს საბაბი დესტაბილიზაციის საკითხი მაშფოთებდეს. პრეზიდენტი სააკაშვილი ახალგაზრდაა, დინამიკური, ეფექტური და მას მომავლის განჭვრეტის უნარი აქვს. დარწმუნებული ვარ ორ წელიწადში ეს ქვეყანა შეიცვლება. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ქვეყანაში ჩატარებული სამუშაოდან გამომდინარე.

  • I არხი: თქვენ თუ იცნობდით პირადად ბ-ონ ზ. ჟვანიას?

ბ-ნი მუზელიე: ეს ჩემი საქართველოში მეორე ვიზიტია. მე მქონდა ბედნიერება მას შევხვედროდი. მან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თავისი ახალგაზრდა ასაკითა და მსოფლმხედველობით, თავაზიანობითა და შემართებით და რაღა თქმა უნდა თავისი უნარით, თუ როგორ უნდა ეკეთებინა პოლიტიკა. ის ჩვენი მეგობარი იყო. იგი დააკლდა როგორც საქართველოს, ისე ფრანგულ-ქართულ ურთიერთობებს, მაგრამ ყველაზე დიდი მწუხარება მაინც ოჯახს დაატყდა თავს, პირველ რიგში ის თავისიანებს დააკლდა. მადლობთ

გამოქვეყნებულია 20/09/2007

გვერდის დასაწყისი