საფრანგეთის დელეგაციის დმანისში ვიზიტი

სოფლის მეურნეობის სფეროში ფრანგულ ქართული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ჩამოსული ერის დეპარტამენტისა და ერის სოფლის მეურნეობის პალატის საქართველოში ვიზიტი
JPEG

7-11 მარტს საქართველოში ვიზიტით მყოფმა ერის დეპარტამენტისა და ერის სოფლის მეურნეობის პალატის დელეგაციამ, დმანისის რაიონთან სოფლის მეურნეობის თანამშრომლობის სფეროში, ხელშეკრულება გააფორმა.

უფრო დაწვრილებით, ერის სოფლის მეურნეობის პალატა ხელს შეუწყობს დმანისის რაიონის მერძევეობის განვითარებას საცდელი ფერმის სახით.ერის სოფლის მეურნეობის პალატა, რძის პროდუქციის განვითარების მიზნით, აღნიშნულ ფერმაში მიავლენს ცხოველთა კვების, საფურაჟე კულტურებისა და სასაწყობე პროდუქტის სფეროში ინჟინერთა და ექსპერტ-ტექნიკოსთა ჯგუფს.

ამრიგად, საუბარია სოფლის მეურნეობისა და მიწათმოქმედების გარკვეული ტიპის განვითარებაზე, რაც ხელს შეუწყობს მიწათმოქმედთა განვითარებას. ერის სოფლის მეურნეობის პალატას სურს არსებობდეს ალიანსი სოფლის მეურნეობის პოლიტიკასა და საერთაშორისო მოლაპარაკებებს შორის. ის ემხრობა საფრანგეთის ინსტიტუციონალურ მოდელს, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე "სოფლის მეურნეობის დემოკრატიას" გულისხმობს და ამიტომაც ამ მოდელით მრავალი ქვეყანაა დაინტერესებული.

ერის სოფლის მეურნეობის პალატა 2004 წელს საცდელი ვიზიტით ორჯერ ეწვია საქარტველოს, რამაც ფრანგ დეპუტატებს საშუალება მისცათ გაეცნოტ საქართველო, მისი კულტურა; განვითარების პოტენციალი და ტექნოლოგიის განვითარების საჭიროება. აღნიშნულ ვიზიტებს კი თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმება მოჰყვა.

publie le 20/09/2007

hautdepage