საფრანგეთის ელჩის, ფილიპ ლეფორის გამოსვლა სოხუმის უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების წინაშე

JPEG
ქალბატონო და ბატონო პროფესორ-მასწავლებლებო,
ძვირფასო სტუდენტებო,
ძვირფასო მეგობრებო,

ეს ჩემი აფხაზეთში პირველი ვიზიტი არ არის. პირველად აქ 1991 წლის გაზაფხულზე ჩამოვედი. მაშინ საბჭოთა კავშირში საფრანგეთის საელჩოს პირველი მდივანი ვიყავი. ვეწვიე გაგრასა და მის შემოგარენს. კვირის ბოლო ძალზედ სასიამოვნოდ გავატარე ჩემი ოჯახისა და მეგობრების გარემოცვაში. ჩემი მეორე ვიზიტი აფხაზეთში ახლახანს, გასული წლის აგვისტოში შედგა. სოხუმში მეგობართა ჯგუფის ვიზიტის ფარგლებში ჩამოვედი. აქ ყოველთვის გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის, მაგრამ ორმხრივი ვიზიტის ფარგლებში ჩამოვდივარ.

პირველ რიგში მსურს გითხრათ, თუ როგორ ვაფასებ თითოეული ჩემი ვიზიტისას თქვენს სტუმართმოყვარეობასა და თავაზიანობას, აფხაზეთის პეიზაჟების მშვენიერებასა და, ნება მიბოძეთ, ხაზი გავუსვა, მე, როგორც ფრანგმა, თქვენი სამზარეულოს ბრწყინვალებასა და ღვინის ხარისხს.

ნება მიბოძეთ, აგრეთვე გადმოგცეთ საფრანგეთისა და ფრანგი ხალხის თქვენდამი მეგობრული დამოკიდებულება და სიმპათიები. საფრანგეთმა აქტიური მონაწილეობა მიიღო გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის შექმნასა და ჟენევის პროცესში. ჩვენ ხანგრძლივად ვთავმჯდომარეობდით ამ ჯგუფს, სანამ ეს პოსტი ჩვენს გერმანელ მეგობრებს არ გადავულოცეთ. იცოდეთ, რომ სიტყვა "მეგობარი" ჩვენთვის ფუჭი არ არის. ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ. ჩვენ საქართველოს ხელისუფლების მეგობრებიც ვართ და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ორი რამ ერთმანეთთან შეუთავსებელი არ არის, პირიქით. ჩვენ გვჯერა კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივის, რაც, დაწყებული აფხაზი ხალხიდან, ყველას ინტერესებში შედის, და ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ რათა ამ პროცესს პოზიტიურად შევუწყოთ ხელი. ჩვენ უპირველესად ვიფიქრეთ და ვფიქრობთ ხალხზე, მათზე, ვინებმაც იძულებით დატოვეს თავიანთი საყვარელი ქალაქები და სოფლები, ასევე ვფიქრობთ იმ ხალხზე, რომელიც აქ დარჩა, ყოველგვარ განსაცდელსა და უახლესი ისტორიის ქარტეხილებში.

მსურს გითხრათ, რომ მე მჯერა აფხაზეთის მომავლის. აფხაზეთის, რომელიც იმ კონტინენტის შემადგენლობაში იქნება, რომელიც წინ მიიწევს. ევროკავშირის მხრიდან ახალი მიდგომის ფარგლებში, რომელიც, ამიერიდან, მის საზღვრებთან მდებარე რეგიონებისა და ქვეყნებისკენ ფართოვდება. ეს ის თემაა, რომელზე მსჯელობასაც დღეს გთავაზობთ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია დაგარწმუნოთ, რომ არავინ , მით უმეტეს საფრანგეთი, არ ეცდება თავს მოგახვიოთ რაიმე გადაწყვეტილება. მაგრამ თქვენთვისაა მნიშვნელოვანი არ დარჩეთ გლობალური მოვლენების მიღმა, გამოიყენოთ გახსნილობის, განვითარებისა და მოდერნიზაციის შემთხვევა, რის საშუალებასაც ახალი ევროპული გეოგრაფია იძლევა.

ევროპა, ევროკავშირი, წინ მიიწევს. თქვენ შეიძლება მასზე შედარებით მოძველებული წარმოდგენა გქონდეთ.

ევროკავშირს, ზუსტად რომ ვთქვა, ისტორიაში სამაგალითო მიღწევად მიიჩნევენ. მან, დაწყებული საფრანგეთსა და გერმანიას შორის მშვიდობის დასადგურებით, ევროპის კონტინენტზე მშვიდობა მოიტანა. ეს ორი ქვეყანა, რომლებიც ერთმანეთს სამი საუკუნის განმავლობაში სასტიკად უსწორდებოდა, შემდგომში, ერთად, ევროპის მშენებლობის მამოძრავებელ ძალად იქცა. ევროკავშირმა ყველას და თითოეულს მშვიდობა და უსაფრთხოება მოუტანა. განსაკუთრებით, მან ხელი შეუწყო თითოეული მისი წევრის დემოკრატიულ და კულტურულ განვითარებას, და ეს მოხდა მისი საკუთარი ლიგიკიდან გამომდინარე, ისე, რომ წევრი ქვეყნებისთვის თავს არ მოეხვია რომელიმე მოდელი, პირიქით, პატივი ეცა იდენტურობის პრინციპისთვის.

ჩვენი ქვეყნები უკლებლივ ძლიერ ერებს წარმოადგენენ, რომელთაც ძველი თვითმყოფადობა გააჩნიათ და მტკიცედ იცავენ მას. ევროპის მშენებლობამ იოტისოდენადაც არ მიაყენა ზიანი ამ თვითმყოფადობის გამოხატულებას. პირიქით, ამ პროცესმა მათ შესაძლებლობებს გასაქანი მისცა.

რა არის იმაზე მეტი ორიგინალური, რასაც ბრიტანეთის დემოკრატია, ფრანგული რესპუბლიკის იდეა, გერმანული თუ ესპანური ფედერალიზმი წარმოადგენენ? მითუმეტეს, რომ ყველა ეს სისტემა ევროკავშირში ჰარმონიულად თანაცხოვრებს. იმ ევროკავშირში, რომელიც სულ მალე 25 წევრს დაითვლის.

პრინციპი, რომელსაც ევროპის იდეა ეფუძნება, შემდეგში მდგომარეობს: თითოეულის უსაფრთხოება სისუსტეს კი არ ემყარება, არამედ მეზობლების უსაფრთხოებას, თითოეულის კეთილდღეობა სიღატაკეს კი არ ეფუძნება, არამედ სხვათა სიმდიდრეს. საფრანგეთმა, თავის მხრივ, ამ სისტემიდან უზარმაზარი სარგებელი მიიღო.

ევროპის შემადგენლობაში საფრანგეთის ეკონომიკა, გერმანიის ეკონომიკის შემდეგ, რიგით მეორე ადგილზეა. საფრანგეთი ევროპის ეკონომიკის 22 %-ს, ხოლო მსოფლიო ეკონომიკის 5 %-ს წარმოადგენს. როგორც თქვენთვის ცნობილია, საფრანგეთი ევროპის რიგით პირველი სახელმწიფოა სოფლის მეურნეობის განვითარების მხრივ. ალბათ უფრო ნაკლებადაა ცნობილი, რომ საფრანგეთი ინდუსტრიის განვითარების მხრივ, გერმანიის შემდეგ, ევროპაში მეორე ადგილზეა, ხოლო პირველია ზოგიერთ ისეთ მოწინავე დაგრში, როგორიცაა კოსმოსური სივრცე, სამოქალაქო ბირთვული მეცნიერება, სარკინიგზო ტრანსპორტი - თქვენთვის ალბათ ცნობილია, რომ ფრანგული წარმოების მატარებლები მსოფლიოში ყველაზე სწრაფია, მათი სისწრაფე 300 კმ/სთ-ს აჭარბებს. წინ არის აგრეთვე ტელეკომუნიკაციის სფეროში, ავიაციასა და ბიოინდუსტრიაში. მის ეკონომიკურ განვითარებას გარემოს დაცვის გაუმჯობესება ახლავს. ევროპაში ტყისსაფარისზრდაა, მაშინ როცა მსოფლიოში ეს პროცესი სულ უფრო უკან მიდის. ტყის საფარის ზრდა საფრანგეთში უფრო აქტიურად მიმდინარეობს (წელიწადში 1,1% ), ვიდრე დანარჩენ ევროპაში (0, 3 %). ჩვენ ვახერხებთ დავიმორჩილოთ მხუთავი გაზის წარმოება.

ეს კეთილდღეობა იმ არჩევანის შედეგია, რომელზეც ეკონომიკის, განათლების, მეცნიერული და ტექნოლოგიის ძიების სფეროში, ჩვენზე ადრე დაფიქრდნენ. ის აგრეთვე მოდის, ალბათ მტკიცე პოზიციის გამოხატვით, მშვიდობიანი გარემოდან და სტაბილურობიდან, რაც საფრანგეთს ჯერ ევროგაერთიანებამ, შემდეგ კი ევროკავშირმა შეუქმნა.

კეთილდღეობის, დემოკრატიისა და კულტურული თვითმყოფადობის ევროპა 15 წევრიდან 25 წევრამდე ფართოვდება. 15 წევრისგან შემდგარი ევროპა მსოფლიოში რიგით პირველი გახლდათ ეკონომიკისა და კომერციის თვალსაზრისით, საერთაშორისო დახმარებებში ყველაზე დიდ ფინანსებს განვითარებისთვის ის გაიღებს. 25 წევრამდე გაფართოება მისი ამ მისწრაფების დასტურია. 2001 წლის ბოლოდან მოყოლებული, ქვეყნები, რომლებიც ევროპული პროექტის ისტორიულ მაჯისცემას წარმოადგენენ, ერთიანი ვალუტის - ევროსა, და კოორდინირებული ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის უპირატესობით სარგებლობენ .

ევროკავშირი აგრეთვე, როგორც შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ, სოლიდარობის სივრცესთანაა ასოცირებული.

თქვენ უეჭველად უნდა იცოდეთ, რომ უკვე ერთი წელია, რაც ევროკავშირმა დიდი პოლიტიკური ინიციატივა წამოიწყო იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ამიერიდან, გაფართოების შემდეგ, როგორც სამხრეთით, ხმელთაშუა ზღვის სივრცეში, ასევე აღმოსავლეთით, მის სამეზობლოს წარმოადგენენ. სწორედ საფრანგეთმა შეუწყო დიდწილად ხელი კავკასიის ქვეყნების - სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ამ ეგრეთწოდებულ ახალ სამეზობლო პოლიტიკაში ჩართვას.

ევროკავშირი ასევე რუსეთთან,რომელიც არ არის ჩართული ახალ სამეზობლო პოლიტიკაში, აწარმოებს მდიდარ და ნაყოფიერ დიალოგს, რათა შემუშავებულ იქნას პარტნიორობის ახალი ჩარჩო, რომელიც ოთხ სფეროში თანამშრომლობით: ეკონომიკაში, პირველ რიგში, შიდა უსაფრთხოებასა და სასამართლო სისტემაში, მეორე რიგში, შემდეგ საგარეო უსაფრთხოებაში, რომელშიც ის სივრცეც იგულისხმება, რომელსაც ჩვენ საერთო სამეზობლოს ვუწოდებთ, შემდეგ მოდის კულტურა, მეცნიერება და განათლების სფერო.

მსურს სწრაფად გადმოგცეთ, თუ რას ნიშნავს ახალი სამეზობლო პოლიტიკა. ბატონმა პროდიმ, ევროკომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ, განაცხადა, რომ საქმე ეხებოდა, ციტატას მოვიყვან, "ყველა იმ უპირატესობას, რითიც ევროკავშირის წევრები სარგებლობენ, გარდა ინსტიტუციებში მონაწილეობისა". ვფიქრობ საჭიროა დავაზუსტო ეს ცნება. საერთო სამეზობლო პოლიტიკაში ჩართული ქვეყნების უპირატესობებია, რითიც ისინი პროცესის დასრულების შემდეგ ისარგებლებენ, ევროკავშირის ბაზარზე გასვლა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ფართო და მდიდარია, სოლიდარობა, მოლაპარაკებების პროცესში მყოფი სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ამ ახალ პოლიტიკურ ინიციატივაში ჩართული ქვეყნების მიმართ ევროკავშირის განვითარების პროექტების განხორციელება , ინვესტიციების გამარტივება, დაბოლოს, პროცესის დასასრულს, ინდივიდის თავისუფალი გადაადგილება.

აი ასეთია ამ ახალი ევროპული გეოგრაფიის განვითარების პერსპექტივები, რომელიც გაფართოებულ ევროპას, მის სამეზობლოსა და რაღა თქმა უნდა, რუსეთს გულისხმობს.

აფხაზეთს ბუნებრივია თავისი ადგილი აქვს ამ მშენებლობაში, მაგრამ მხოლოდ კონფლიქტური სიტუაციის მოგვარების შემდეგ, რომელიც, სამწუხაროდ, დღესაც სახეზეა.

მე არ ვაპირებ, ცხადია, ყოვლისშემძლე გამოსავალი შემოგთავაზოთ. მე საერთოდ მიმაჩნია, რომ ნებისმიერი კონფლიქტური სიტუაცია იწვევს, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან სოლიდარობის ვალდებულებას, რათა ხელი შეუწყონ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, გამოსავალის გამოძებნას, მაგრამ აგრეთვე გარკვეულ მოკრძალებას.

მოკრძალება, თავდაპირველად, ესაა იმის აღიარება, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მოქმედება მხარეთა კეთილი ნებითაა ლიმიტირებული. აფხაზეთის შემთხვევაში, გამოსავალის გამოძებნა, პირველ რიგში, თბილისისა და სოხუმის პასუხისმგებელ პირებს ეკისრებათ.

სოლიდარობის ვალდებულების აღება საერთაშორისო თანამეგობრობას ევალება, კერძოდ, მეგობართა ჯგუფის წევრებს, რათა მთელი ჩვენი გავლენა ჩავდოთ კონფლიქტში მონაწილე მხარეთა, გაეროს გენერალური მდივნისა და მისი წარმომადგენლის, ელჩ ჰეიდი ტალიავინის მიერ გაწეულ ძალისხმევაში. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ საფრანგეთი, თავის მხრივ, როგორც მეგობართა ჯგუფის წევრი და გაეროს გენერალური საბჭოს მუდმივი წევრი, ასრულებს ყველა თავის ვალდებულებას.

საფრანგეთს გააჩნია კონფლიქტების მოგვარების გამოცდილება როგორც თავისი ისტორიიდან გამომდინარე, რაც წეღანაც ვახსენე, ასევე გაეროს უსაფრთხოების საბჭოში მსოფლიოში არსებული კონფლიქტების გადჭრასთან დაკავშირებული მუშაობიდან გამომდინარე. ცხადია, არავის ჭკუას არ ვარიგებ. მაგრამ არანაკლებ საინტერესოა გაგაცნოთ ზოგიერთი ის საერთო ნიშანი, რომელიც ახალი თუ ძველი დროის კონფლიქტებს ახასიათებთ.

პირველი სწავლება, ჩემი აზრით, გახლავთ პოლიტიკის უპირველესი როლი კონფლიქტის წამოწევისა ან მოგვარების საკითხში. უმრავლეს შემთხვევაში, თავზარდაცემულები ვართ იმ ფაქტით, რომ საშინელ ძალმომრეობას შეიძლება ადგილი ჰკონდეს მეზობლებს შორის, რომლებიც აქამდე სიამტკბილობაში ცხოვრობდნენ.ანპირიქით,ხშირადგვაოცებს ზოგიერთი პასუხისმგებელი პირის ხედვა და გამბედაობა, რომლებსაც ყველაზე უიმედო სიტუაციებშიც კი ხელის გაწვდენის ინიციატივა აუღიათ და დიალოგი წამოუწყიათ.

მეორე საერთო ნიშანი პირველის დამატებაა და სამოქალაქო საზოგადოების , კერძოდ ახალგაზრდა თაობისა და საუნივერსიტეტო და სამეცნიერო წრეების როლს გულისხმობს. იმიტომ რომ, ჩემი აზრით, ამ ორ ჯგუფს შესწევს ძალა მოერიოს ტრადიციულ ანტაგონისტურ დამოკიდებულებას, მემკვიდრეობით მიღებულ იდეებსა და მოწინააღმდეგის ან მეზობლის იდეოლოგიურ წარმომადგენლობებს. კერძოდ მე მჯერა, რომ იმ მოვლენების ისტორიული შეფასება, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელი, რომლებმაც კონფლიქტურ სიტუაციამდე მიგვიყვანა, წარმოადგენს მისი მოგვარების აუცილებელ ეტაპს. ახალგაზრდა თაობა, თავის მხრივ,შეიარაღებული კონფლიქტის პირველი მსხვერპლია - მე ვფიქრობ 90-იანი წლების კონფლიქტის თითოეულ დაღუპულსა თუ დასახიჩრებულზე - ეს ფაქტორიც შეიძლება გახდეს შერიგების ძირითადი მიზეზი. გულწრფელად მიმაჩნია, ძვირფასო პროფესორებო და სტუდენტებო, რომ კონფლიქტის გადაჭრის ძიებაში, პასუხისმგებლობაა მთავარი, ამ სიტყვის კარგი გაგებით.

მე აგრეთვე მიმაჩნია, და ესეც კონფლიქტური სიტუაციების საერთო ნიშანია, რომ პირველი ნაბიჯის გადაგმა ერთდროულად ძნელიცაა, მაგრამ ნაყოფიერიც იმისთვის, ვინც მას ჩაიფიქრებს. კონფლიქტის გადაჭრა არ ნიშნავს სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმებისას საშუალო კომპრომისის მოძებნას, არამედ, თანამოსაუბრესთან ერთად ერთობლივი თანაცხოვრების საშუალებების გამოძებნას. ცალმხრივ ჟესტზე დათანხმება, უბრალოდ მორალურ ხასიათსაც რომ ატარებდეს, უკვე ნაყოფიერია.

დაბოლოს, გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ გამოუვალი სიტუაციები არ არსებობს, და რომ შეიძლება ყველა პრობლემას დამაკმაყოფილებელი ინსტიტუციონალური გამოსავალი მოეძებნოს. ეს გამოსავალი, მე დარწმუნებული ვარ, არსებობს, ან საერთაშორისო თანამეგობრობის საერთო პრინციპების ფარგლებში და თუ საჭიროება მოიტანს, ამ საკითხებზე მომუშავე სპეციალისტთა ინსტიტუციების დახმარებით, მე მხედველობაში მაქვს არა მხოლოდ ევროპის საბჭო, შეიძლება შემუშავდეს. აფხაზეთისთვის ეს სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, ვინაიდან განა ვინმე, ვინც ეკონომიკას ქმნის, დათანხმდება მსხვილი და გრძელვადიანი ინვესტიციების ჩადებას იქ სადაც სუვერენიტეტი და მესაკუთრის უფლებების დაცვა ეჭვს იწვევს?

რაც შეეხება აფხაზეთის მომავალს, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა მისი. ვფიქრობ, რომ თბილისში, ისევე როგორც სოხუმში, კეთილი ნებისა და შერიგებისა და რეკონსტრუქციის გულწრფელი სურვილი ვიგრძენი. ჩემი აზრით, ენგურის ორივე მხარეს, ამიერიდან მიაჩნიათ, რომ საკუთარ თავში ჩაკეტილობა, იზოლაცია და კარჩაკეტილობა, ჩიხია, და რომ აფხაზეთის და სუკუთრივ აფხაზი ხალხის მომავალი ევროპელი ხალხის დიდი ოჯახის მომავალს, მშვიდობიანს, ძმურსა და ეკონომიკურად, კულტურულად და ჰუმანურად განვითარებულ მომავალს უერთდება. ნება მიბოძეთ დასასრულს გადმოგცეთ ჩემი და ფრანგი ხალხის სურვილები, თქვენ, თქვენს ოჯახებსა და აფხაზეთს, რომელსაც ვინც კი იცნობს ყველასთვის ძვირფასია, ვუსურვო წარმატება და ბედნიერება.

მადლობთ ყურადღებისთვის და რაღა თქმა უნდა, ვუპასუხებ თქვენს შეკითხვებს.

publie le 02/06/2005

hautdepage