საფრანგეთის გამოფენა-ბაზრობების წარდგენის საღამო

საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში სამოგზაუროდ მოკლევადიანი ვიზების გაუქმების აღსანიშნავად, საფრანგეთის საელჩომ თბილისში, საფრანგეთის სავაჭრო და სამრეწველო პალატასთან და კომპანია Promosalons-თან პარტნიორობით, 27 აპრილს ფრანგული გამოფენა-ბაზრობების პრეზენტაციის საღამო გამართა.

JPEG - 95 ko
Soirée de présentation des salons de France/საფრანგეთის გამოფენების პრეზენტაციის საღამო

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ბ-ნი დიდიე ლერუა, საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის პრეზიდენტის, ბ-ნი ანტუან ბარდონისა და Promosalons-ის მოსკოვის წარმომადგენლობის დირექტორის, ბ-ნი დენის ბოგდანოვის მხარდამხარ, მიესალმა ამ ღონისძიებისთვის შეკრებილ საზოგადოებას და ქართველ ბიზნესმენებს საფრანგეთის გამოფენა-ბაზრობებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

JPEG - 118.8 ko
Discours du Chargé d’affaires de France, M. Didier Leroy/ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ბ-ნი დიდიე ლერუას სიტყვა

თავის მხრივ, ბ-მა ბოგდანოვმა წარადგინა ფრანგული საერთაშორისო პროფესიული გამოფენები და კომპანია Promosalons ( http://www.promosalons.com/?lang=en), რომელიც წარმოადგენს, თავიანთ სფეროში გამორჩეული, 80 ფრანგული გამოფენის პოპულარიზაციის პარტნიორს მსოფლიო მასშტაბით. მსოფლიოს 56 ქვეყანაში გახსნილი წარმომადგენლობებით, Promosalons-ის ქსელი 5 კონტინენტზეა გაშლილი და 150-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის.

JPEG - 95.8 ko
Soirée de présentation des salons de France/საფრანგეთის გამოფენების პრეზენტაციის საღამო

საღამოს მიზანი იყო, წარდგენილი ყოფილიყო განსაკუთრებული შეთავაზება საფრანგეთის ბაზრობების, სალონებისა და გამოფენებისა, რომელთა უმეტესობაც დღესდღეისობით მსოფლიოს მნიშვნელოვანი შეხვედრების ადგილს წარმოადგენს ისეთ სფეროებში, როგორიცაა მრეწველობა, შინამრეწველობა, ტურიზმი, მეღვინეობა, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, მოდა ან თუნდაც ავიაცია.

JPEG - 93.2 ko
Soirée de présentation des salons de France/საფრანგეთის გამოფენების პრეზენტაციის საღამო

JPEG

publie le 17/05/2017

hautdepage