საფრანგეთის განვითარების სააგენტოს პირველი პროექტი საქართველოში

PNGსაფრანგეთის განვითარების სააგენტო აფინანსებს პროექტს რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოში ნახევრად კომერციული ფერმებისა და კოოპერატივების დაფინანსების ხელმისაწვდომობას.

2016 წლის 15 დეკებერს, საფრანგეთის განვითარების სააგენტომ (AFD) დაამტკიცა 20 მილიონი ევროს ღირებულების საკრედიტო ხაზი საქართველოს ბანკისთვის საქართველოში დიდი პოტენციალის მქონე საოჯახო ნახევრად კომერციული ფერმებისა და კოოპერატივებისათვის დაფინანსების ხელმისაწვდომობის გასანვითარებლად. ისინი წარმოადგენენ საქართველოს მთავრობის მიერ 2012 წლიდან განხორციელებული სასოფლო სამეურნეო სექტორის აღორძინების მნიშვნელოვან ბერკეტს.

20 მილიონი ევროს ღიორებულებუს საკრედიტო ხაზი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს გრძელვადიანი ინვესტიციებით 1000 განვითარების მსურველ ნახევრად კომერციულ ფერმერს რომელთაც გააჩნიათ პროფესიულ დონეზე ამაღლების პოტენციალი და 100 დინამიურ სასოფლო სამეურნეო კოოპერატივს.

საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სესხს დაემატება ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ სამეზობლო საინვესტიციო ფონდის (FIV–Eსტ) ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსება 4 მილიონი ევრო სახით რომელიც ტექნიკურ დახმარებას მოხმარდება. აღნიშნული ტექნიკური დახმარება პროექტის წარმატების დასრულებისათვის აუცილებელი ფაქტორია, რადგან იგი ხელს შეუწყობს დიდი პოტენციალის მქონე ნახევრად კომერციულ ფერმებისა და სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარებას. დაფინანსების დიდი ნაწილი მოხმარდება ადგილზე საპილოტო დამხმარე საბჭოს შექმნას რომელიც ეკონომიკურ, ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებსა გაუწევს საბოლოო ბენეფიციარებს და განავითარებს დიალოგსა და ურთიერთობებს სოფლის მეურნეიბის სექტორში, განსაკუთრებით ფინანსურ ასპექტში.

ტექნიკური დახმარების საშუალებით ადაპტირებული ფინანსური გადაწყვეტილებებისა და ინდივიდუალური მხარდაჭერის შეთავაზებისას, პროექტი მიზნად ისახავს განავითაროს ნახევრად კომერციულ ფერმებისა და სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების გადახდისუნარიანობა და კონკურენტუნარიანობა, ისევე როგორც მათი გრძელვადიანი ფინანსური ინტეგრაცია. პროექტმა ხელი უნდა შეუწყოს სასოფლო მეურნეობის კონკურენტუნარიანობასა და ფერმერების ცხოვრების დონის ამაღლებას რომლებიც აქტიური მოსახლეობის 47 % წარმოადგენენ. მცირე ფერმებისა და კოოპერატივების შესაძლებლობების გაძლიერება გავლენას მოახდენს ქართულ ბანკებზე, ბიძგს მისცემენ რა მათ მიიღონ სპეციალური მიდგომა იმ კლიენტების მიმართ, რომელთაც ამჟამად არ აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ საკრედიტო პროგრამებით. გარდა ამისა, ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში შექმნილი საპილოტო დამხმარე საბჭოს დაარსება დემონსტრირებას მოახდენს ნახევრად კომერციულ ფერმებისა და სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების შესაძლებლობების განვითარების აუცილებლობასა და ეფექტურობას. ასე რომ, ეს მექანიზმი შეიძლება გავრცელებულ იქნას მთელი ქვეყნის მასშტაბით საქართველოს მთავრობისა და / ან სოფლის მეურნეობის სექტორის სხვა მოთამაშის მიერ. ეს საფრანგეთის განვითარების სააგენტოს პირველი პროექტია საქართველოში.

საფრანგეთის განვითარების სააგენტო, საფრანგეთის განვითარების სახალხო ბანკი რომელიც მსოფლიოს 90 ქვეყანაშია დამკვიდრებული, 2012 წელს შემოვიდა საქართველოში ინკლუზიური და მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობის მიზნით. საქართველოში მას შეეძელბა განახორციელოს სუვერენული და არასუვერენული დაფინანსებები მრავალ სექტორში : ურბანული მომსახურება, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობის განვითარება, ტურიზმი, მმართველობა, რეფორმების მხარდაჭერა და სოციალური დაცვა. ამასთანავე, აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად, საფრანგეთის განვითარების სააგენტო გეგმავს წარომადგენლობის გახსნას თბილისში 2016 წლის ბოლომდე, რომელიც მთელ სამხრეთ კავკასიას დაფარავს.

publie le 26/06/2017

hautdepage