საფრანგეთის განვითარების სააგენტო ბანკთა კლუბს უხელმძღვანელებს

PNGსაფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) გენერალური დირექტორი, რემი რიუ, განვითარების ბანკთა მსოფლიო კლუბის « IDFC » (International Development Finance Club) პრეზიდენტად აირჩიეს ვაშინგტონში გამართულ კლუბის დირექტორთა საბჭოს სხდომაზე.

რემი რიუს მიზანია, « IDFC », ამა წლის 12 დეკემბერს, პარიზში დაგეგმილი კლიმატის სამიტის წარმატების მონაწილედ აქციოს.

პარიზში, საფრანგეთის განვითარების სააგენტო, 2 წლიანი მანდატის განმავლობაში, აღნიშნული კლუბის ძირითადი ოფისი იქნება. კლუბი ჩრდილოეთისა და სამხრეთის 23 ძირითად განვითარების ბანკს აერთიანებს. 3 ტრილიონი აშშ დოლარის ოდენობის საერთო ბალანსითა და 630 მილიარდი აშშ დოლარის ყოველწლიური ვალდებულებებით, « IDFC »-ს წევრი ბანკები მუშაობენ ფინანსური ნაკადების მასიურად მიმართვაზე ისეთი ეკონომიკისკენ, რომელიც მოკრძალებულია ნახშირბადის გამოყოფაში და დრეკადია კლიმატური ცვლილების შედეგების მიმართ.

2011 წელს შექმნილი « IDFC » 23 ნაციონალური და რეგიონალური განვითარების ბანკის უნიკალური ქსელია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელთაგან 19 განვითარებად ქვეყნებშია დაფუძნებული. კლუბის წევრები იზიარებენ შეხედულებას ნახშირბადის შემცირებისა და კლიმატური ცვლილებისადმი დრეკადობის შესახებ და განაგრძობენ სიღარიბის შემცირებას, ეკონომიკური და სოციალური განვითარებისა და გლობალური ეკონომიკის სამართლიანი და მიუკერძოებელი კონცეფციის მხარდაჭერას.

JPEG - 53.7 ko
რემი რიუ, განვითარების ბანკთა მსოფლიო კლუბის « IDFC » პრეზიდენტი

გამოქვეყნებულია 31/10/2017

გვერდის დასაწყისი