საფრანგეთის განვითარების სააგენტოს პირველი პროექტი საქართველოში

ამა წლის 2 ნოემბერს, ბ-ნ რემი ჟენევეს, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) აზიის დეპარტამენტის დირექტორს, პატივი ხვდა წილად ბ-ნ დიმიტრი ქუმსიშვილთან, საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან და ფინანსთა მინისტრთან ერთად ხელი მოეწერა სააგენტოს პირველი საკრედიტო შეთანხმებისთვის საქართველოში.

საქმე ეხება 60 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტს საჯარო პოლიტიკის დარგში, რომელიც გამოიყოფა მსოფლიო ბანკის პროგრამის განხორციელების ფარგლებში და რომელიც მიზნად ისახავს ქართული კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის განძლიერებას.

AFD-მ გადაწყვიტა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმის, საპენსიო სისტემის რეფორმის მხარდაჭერა. კრედიტის გარდა, AFD-მ გამოყო 500 000 ევროს ოდენობის სუბსიდია აღნიშნული რეფორმის ფარგლებში ტექნიკური დახმარების დასაფინანსებლად, რომლის მიზანიცაა, მხარი დაუჭიროს მომავალი საპენსიო სააგენტოს პერსონალის ჩამოყალიბებას, ფუნქციონირებასა და სწავლებას, რომლის უფლებამოსილებაც იქნება დასაქმებულთა და სახელმწიფოს შენატანების მოკრება და მართვა.

ეს AFD–ს პირველი პროექტია საქართველოში, ზუსტად ერთი წლის შემდეგ, რაც თბილისში მისი სამხრეთ-კავკასიის რეგიონული ბიურო გაიხსნა.

AFD სახელიმწიფო ფინანსური სტრუქტურაა, რომელიც ახორციელებს საფრანგეთის მთავრობის პოლიტიკას სიღარიბის წინააღმდეგ და ხელს უწყობს მდგრად განვითარებას. 85 სააგენტოსგან შემდგარი ქსელის მეშვეობით, AFD ოთხ კონტინტზეა წარმოდგენილი და აფინანსებს მოსახლეობების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობებსებისკენ და ეკონომიკური აღმავლობისაკენ, ასევე გარემოს დაცვისკენ მიმართულ პროექტებს. 2016 წელს, AFD-მ 9,4 მილიარდი ევრო გამოყო განვითარებად ქვეყნებში და საფრანგეთის ზღვის იქითა ტერიტორიებზე პროექტების დასაფინანსებლად. AFD-მ საქართველოში მუშაობის ნებართვა 2012 წელს მიიღო მწვანე და სოლიდარულ განვითარებაზე მიმართული მანდატის ფარგლებში და მას შესაძლებლობა აქვს, განახორციელოს სუვერენული და არასუვერენული დაფინანსება ურბანული განვითარების, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების, ენერგიის, პროფესიული განათლებისა თუ მმართველობის სფეროებში.

publie le 08/11/2017

hautdepage