საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული Expertise France-ის პროექტი სამცხე-ჯავახეთში [fr]

2019 წლის 7 ნოემბერს, ახალციხეში ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს Expertise France-სა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოციალურ მუშაკთა ქართულ ასოციაციას, ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოს, ახალქალაქის საავადმყოფოსა (სამედიცინო კორპორაცია ევექსი) და იმედის კლინიკას შორის. აღნიშნული შეთანხმების მიხედვით, სამცხე-ჯავახეთში იწყება საპილოტე პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს უნარშეზღუდულ პირთა ყოფისა და ინტეგრაციის გაუმჯობესებას, უნარშეზღუდულობის ანალიზის ახალი მეთოდოლოგიის გამოყენებითა და უნარშეზღუდულ პირთა მოთხოვნილებების გათვალისწინებით.

პროექტი ტექნიკური დახმარების პროგრამის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ხორცილედება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან 2019 წლის 1 აპრილიდან და რომლის მთლიანი ბიუჯეტი ერთი მილიონი ევროა. აღნიშნულ პროგრამას აფინანსებს საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD), ხოლო ახორციელებს - სააგენტო Expertise France.

JPEG - 1.9 Mo
მემორანდუმის ხელმოწერა

გამოქვეყნებულია 18/11/2019

გვერდის დასაწყისი