საფრანგეთის განვითარების სააგენტომ და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის კომპანიამ GSE-ის ელექტროენერგიის წარმოების გაფართოების 15 წლიანი (2020-2035) გეგმის შედეგები წარადგინეს

რა ტრაექტორიას უნდა მიჰყვნენ ქართული ელექტოენერგიის ბაზრები მომავალ თხუთმეტ წელიწადში?

2020 წლის 25 ნოემბერს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის კომპანიისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია, საქართველოში ელექტროენერგიის წარმოების გაფართოების პირველი გეგმის შედეგების წარსადგენად. ღონისძიებას დაესწრნენ ენერგოსექტორის წარმომადგენლები, კერძოდ მინისტრის მოედგილე ბ-ნი დავით თვალაბეიშვილი, სახელმწიფო ელექტროსისტემის კომპანიის გენერალური დირექტორი ბ-ნი უჩა უჩანეიშვილი, აგრეთვე სპიკერები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიდან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან, ფრანგული კომპანია Electricité de France (EDF), KfW-სა და ევროკავშირიდან (EU). მონაწილეობა მიიღო საფრანგეთის ელჩმა საქართველოში ბ-მა დიეგო კოლასმა, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის დირექტორთან, ბ-ნ რაფაელ ჟოზანთან ერთად.

აღნიშნული კონფერენცია ასრულებს საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო ელექტროსისტემის კომპანიისთვის დაფინანსებულ ორ წლიან ტექნიკური მხარდაჭერის პროექტს. ამ პერიოდის განმავლობაში, EDF-ის ყოველდღიური მხარდაჭერით, ელექტროსისტემის კომპანიაში მუშაობდა მოდელირების ძლიერი გუნდი. ამ გუნდმა შეიმუშავა ტექნიკა და მეთოდოლოგია საქართველოს ელექტრო წარმოების მომავლის სტრატეგიების განსავითარებლად. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მზისა და ქარის სიმძლავრის ინტეგრაციის ზრდაზე, ისევე როგორც ქსელის ხარჯის ეფექტურობის ამაღლებაზე სტაბილურობის უზრუნველყოფის პარალელურად.

პროექტი AFD-ს მიერ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის ნაწილია, რომელიც ხორციელდება ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამის მეშვეობით. ის დაიწყო 2018 წელს და თანადაფინანსებულია KfW-სა და ევროკავშირის მიერ.

საფრანგეთის ელჩმა საქართველოში ბ-ნმა დიეგო კოლასმა, ხაზი გაუსვა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს, KfW-სა და ევროკავშირის, როგორც Team Europe-ის ამ საერთო ძალისხმევის მნიშვნელობას: „საფრანგეთი, გერმანელ და ევროკავშირის ინსტიტუტების პარტნიორებთან ერთად, ამაყობს რომ საქართველოს მთავრობის გვერდით დგას ქვეყნის მომავალი ენერგო-საჭიროებების მისაღწევად, უკეთესი, მწვანე მსოფლიოს შექმნის მიზნით. სტრატეგია, რომლის განვითარებასაც ვცდილობთ მნიშვნელოვნად ემყარება ელექტროენერგიის ბაზარზე პროგნოზირების შემოტანას, ინვესტიციების წახალისების მიზნით და, ამრიგად, უფრო მეტი ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის გამომუშავების ხელშესაწყობად. დღეს, მინდა განსაკუთრებულად აღვნიშნო ამ პროექტის მნიშვნელობა ჩემთვის და საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთვის, რადგანაც ეს არის უკეთესი, მწვანე მომავლისთვის მზადება ჩვენს ევროპელ და გერმანელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით.”

ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა სამართლიანობის მთავარ საზომს ნებისმიერი რეფორმის შემუშავების პროცესში: „რეფორმა არ იქნება წარმატებული თუ ის არ არის სამართლიანი და არ ითვალისწინებს საზოგადოების ყველაზე დაუცველ წევრებს. ეს სიმართლეა ზოგადად და განსაკუთრებით ჩვენს სოციო-ეკონომიკური გამოწვევების დროში კოვიდ პანდემიის გამო. საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად, მზად ვართ გავაზიაროთ ცოდნა, რათა დავრწმუნდეთ, რომ მომავალი ელექტრო სექტორის რეფორმა მოიცავს ამ სამართლიანობის საზომს, რაც საქართველოში, ისევე როგორც ყველგან, ნებისმიერი რეფორმის წარმატების მთავარი ფაქტორია“.

„ამ კვლევის მიზანია ქარისა და მზის ენერგიების გამოყენების ჩათვლით წარმოების შესაძლებლობების შექმნის სამომავლო ოპტიმალური გზის შემუშავება. მომავალ ორ-სამ წელიწადში ენერგოსექტორში რადიკალური ცვლილებებია მოსალოდნელი. ეს არის დრო საჭირო ამ ცვლილების განსახორციელებლად. მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს საფრანგეთიდან, გერმანიიდან და ევროკავშირიდან აღნიშნული საინტერესო პროექტისა და კვლევისთვის“ - ამბობს მინისტრის მოადგილე ბ-ნი დავით თვალაბეიშვილი.

”AFD-ს მიერ დაფინანსებული ამ თანამშრომლობის პროექტის წარმატება ხაზს უსვამს პრაქტიკოსებს შორის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. ვსაუბრობთ ორ ეროვნული სისტემის ოპერატორზე - EDF საფრანგეთიდან და GSE საქართველოში. ამ სამუშაოს ერთ-ერთი მთავარი შედეგია ქარისა და მზის განახლებადი ენერგიების მეტი საჭიროების გამოვლენა, ჩვენი ზოგადი ვალდებულების შესაბამისად, რათა შევასრულოთ პარიზის შეთანხმება კლიმატის ცვლილების შესახებ. ასევე აღსანიშნავია ჰიდროლოგიის მაღალი მნიშვნელობა. კლიმატის ცვლილების გავლენა გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა იყოს დოკუმენტირებული”, - განაცხადა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის დირექტორმა ბ-მა რაფაელ ჟოზანმა.

საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD)

საფრანგეთის განვითარების სააგენტო არის ინკლუზიური საჯარო ფინანსური ინსტიტუტი და საფრანგეთის განვითარების პოლიტიკის მთავარი მონაწილე. AFD აფინანსებს მრავალ სექტორს - სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ჯანდაცვის, ბიომრავალფეროვნების, წყლის, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების, ციფრული ტექნოლოგიების, ასევე ტრენინგებს და მხარს უჭერს უსაფრთხო, უფრო სამართლიან და მდგრად სამყაროში გადასვლას. 85 სააგენტოს ქსელის მეშვეობით AFD მუშაობს 115 ქვეყანაში. 2019 წელს მან გამოყო 14 მილიარდ ევროზე მეტი ამ პროექტების დაფინანსების მიზნით.

2016 წელს თბილისში საფრანგეთის განვითარების სააგენტოს რეგიონალური ოფისის გახსნის შემდეგ, AFD-სა და საქართველოს აქვთ წარმატებული თანამშრომლობა, რამაც შექმნა 480 მილიონი ევროს მოცულობის აქტიური პორტფელი სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, წყლის, სოციალური დაცვისა და ურბანული მობილობის სექტორებში.

PDF - 119.7 ko
French Development Agency (AFD) and Georgian State Electrosystem (GSE) to present the results of the 15 years (2020-2035) generation expansion plan of GSE
(PDF - 119.7 ko)

გამოქვეყნებულია 27/11/2020

გვერდის დასაწყისი