საფრანგეთის და გერმანიის ელჩებმა ფრანგულ-გერმანული დღე აღნიშნეს [fr]

ამა წლის 22 იანვარს, საფრანგეთის ელჩმა, მ.ა. ბ-მა პასკალ მენიემ და მისმა გერმანელმა კოლეგამ, მ.ა. ბ-მა ჰუბერტ ქნირშმა ფრანგულ-გერმანული დღე კავკასიის ფრანგულ სკოლაში და თბილისის საერთაშორისო გერმანულ სკოლაში ერთობლივი ვიზიტით აღნიშნეს.

მათი სტუმრობა მიზნად ისახავდა, ახალგაზრდების წინაშე დაედასტურებინათ საფრანგეთისა და გერმანიის შერიგების მნიშვნელობა ორი ქვეყნის ურთიერთობებში, ფრანგულ-გერმანული მეგობრობის როლი ევროპის მშენებლობის ისტორიაში და მსოფლიოში მშვიდობის სასარგებლოდ. ელჩებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის მჭიდრო ურთიერთობების შესახებ, სამოქალაქო საზოგადოებებსა და დიპლომატიურ და კულტურულ წარმომადგენლობებს შორის კავშირებზე, ასევე მათ მიერ საქართველოში, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყანაში, ერთობლივად განხორციელებულ პროექტებზე. ფრანკოფონი და გერმანულენოვანი მოსწავლეების წინაშე, თვითოეულმა ელჩმა მეზობელი ქვეყნის ენაზე წარმოთქვა სიტყვა, ორ ქვეყანასა და ორ ხალხს შორის არსებული მეგობრობისა და სიახლოვის ნიშნად. ისინი გამოვიდნენ მოწოდებით, რომ ფრანგულ-გერმანული ეს ნაყოფიერი თანამშრომლობა მაგალითი ყოფილიყოს მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვის.

მოსწავლეები ფრანგულ-გერმანული ერთობლივი პროგრამებითა და ღონისძიებებით დაინტერესედნენ და თავის მხრივ, ფრანკოფონმა ახალგაზრდებმა გერმანულის შესწავლის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები წარადგინეს, ხოლო გერმანულენოვანმა მოსწავლეებმა – ფრანგულის დაუფლებასთან დაკავშირებული ქმედებები. კავკასიის ფრანგულ სკოლაში გამართული ღონისძიება მოსწავლეების მიერ ვიოლინოზე შესანიშნავად შესრულებული ბახის და ბეთხოვენის ნაწარმოებებით და სკოლის პერსონალს, მოსწავლეებსა და მათი მაღალი დონის სტუმრებს შორის თბილი გასაუბრებით დასრულდა.

ღონისძიებაზე განსაკუთრებული პატივით გაიხსენეს ქ-ნი ნინო ციცვიძე, კავკასიის ფრანგული სკოლის გერმანულის მასწავლებელი, რომელიც რამდენიმე დღით ადრე ტრაგიკულად დაიღუპა. ქ-ნი ციცვიძე აქტიურად იყო ჩართული ფრანგულ-გერმანული დღისთვის თავისი მოსწავლეების მომზადების პროცესში.

ფრანგულ-გერმანული დღე, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება, 1963 წლის 22 იანვარს, გენერალ შარლ დე გოლს, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და კონრად ადენაურს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს შორის ელისეის ხელშეკრულების ხელმოწერის გახსენებაა.

2019 წლის 22 იანვარს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ხელი მოაწერეს აახენის ხელშეკრულებას, ფრანგულ-გერმანული მეგობრობისა და თანამშრომლობის ახალ ხელშეკრულებას, რომლის მიზანიცაა 1963 წლის ელისეის ხელშეკრულების გაგრძელება ამ უკანასკნელის 21-ე საუკუნის გამოწვევებთან შესაბამებით. ახალი ხელშეკრულების მიზანია, ორი ქვეყნის საზოგადოებების დაახლოების გაგრძელება და ფრანგულ-გერმანულ ურთიერთობებში პარლამენტების როლის გაძლიერება. ის ითვალისწინებს, აგრეთვე, პარტნიორობის განმტკიცებას მრავალ სფეროში : პოლიტიკა, ეკონომიკა, საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება, განათლება და კულტურა, მეცნიერება და ტექნოლოგია, კლიმატი და გარემოს დაცვა, სასაზღვრო და სამოქალაქო საზოგადოებებს შორის თანამშრომლობა.

ვიზიტი თბილისის საერთაშორისო გერმანულ სკოლაში
ვიზიტი თბილისის საერთაშორისო გერმანულ სკოლაში
ფოტო: საფრანგეთის საელჩო
ვიზიტი თბილისის საერთაშორისო გერმანულ სკოლაში
ვიზიტი თბილისის საერთაშორისო გერმანულ სკოლაში
ფოტო: საფრანგეთის საელჩო
ვიზიტი თბილისის საერთაშორისო გერმანულ სკოლაში
ვიზიტი თბილისის საერთაშორისო გერმანულ სკოლაში
ფოტო: გერმანიის საელჩო
ვიზიტი კავკასიის ფრანგულ სკოლაში
ვიზიტი კავკასიის ფრანგულ სკოლაში
ფოტო: საფრანგეთის საელჩო
ვიზიტი კავკასიის ფრანგულ სკოლაში
ვიზიტი კავკასიის ფრანგულ სკოლაში
ფოტო: საფრანგეთის საელჩო
ვიზიტი კავკასიის ფრანგულ სკოლაში
ვიზიტი კავკასიის ფრანგულ სკოლაში
ფოტო: საფრანგეთის საელჩო
ვიზიტი კავკასიის ფრანგულ სკოლაში
ვიზიტი კავკასიის ფრანგულ სკოლაში
ფოტო: საფრანგეთის საელჩო
ვიზიტი კავკასიის ფრანგულ სკოლაში
ვიზიტი კავკასიის ფრანგულ სკოლაში
ფოტო: საფრანგეთის საელჩო
ვიზიტი კავკასიის ფრანგულ სკოლაში
ვიზიტი კავკასიის ფრანგულ სკოლაში
ფოტო: საფრანგეთის საელჩო
ვიზიტი კავკასიის ფრანგულ სკოლაში
ვიზიტი კავკასიის ფრანგულ სკოლაში
ფოტო: საფრანგეთის საელჩო
Visite à l'Ecole française du Caucase
Visite à l’Ecole française du Caucase
Photo: Ambassade de France
ვიზიტი კავკასიის ფრანგულ სკოლაში
ვიზიტი კავკასიის ფრანგულ სკოლაში
ფოტო: საფრანგეთის საელჩო

გამოქვეყნებულია 05/02/2019

გვერდის დასაწყისი