საფრანგეთის დიპლომატიის ვებ-გვერდისა და ტვიტერის რუსული ვერსიები [fr]

ციფრული დიპლომატიის განვითარების ფარგლებში, ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ, 9 თებერვალს, საფრანგეთის დიპლომატიის ვებ-გვერდისა და ტვიტერის რუსული ვერსიები შექმნა.

ეს ახალი საკომუნიკაციო საშუალებები მსოფლიოს 300 მილიონამდე რუსოფონზეა გათვლილი, რომელთაც საშუალება ექნებათ, მათ ენაზე გაეცნონ ჩვენი დიპლომატიური, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების მრავალფეროვნებას და პირდაპირ მოიძიონ ცნობები საფრანგეთზე, მის მიმზიდველობასა და დადებით მხარეებზე.

ამის აღსანიშნავად, ბ-მა ჟან-ივ ლე დრიანმა, ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინტერნეტის რუსოფონ მომხმარებლებს მიმართა.

დღეს, რუსული საფრანგეთის დიპლომატიის მეექვსე ენა ხდება, მას შემდეგ რაც 2012 წელს ვებ-გვერდი ესპანურად და ინგლისურად შეიქმნა, ხოლო 2013 წელს – არაბულად და გერმანულად. უფრო მცირე ვერსიები ჩინურად და იაპონურადაც არის ხელმისაწვდომი. ჩვენ ერთადერთი საგარეო საქმეთა სამინისტრო ვართ მსოფლიოში, რომელიც ამდენ ენაზე აწარმოებს კომუნიკაციას.

ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტი ჩვენი ციფრული დიპლომატიის და კომუნიკაციის სოციალურ ქსელებში გავრცელებაა. ჩვენი ქსელების აუდიენცია მუდმივად იზრდება, კერძოდ კი ფრანგულ ტვიტერს, 2007 წლის შემდეგ, 1 მილიონზე მეტი აბონენტი ჰყავს. ტვიტერის უცხო ენოვანი გვერდებიდან ინგლისური 2010 წლიდან არსებობს, ესპანური – 2012-დან, არაბული – 2014-დან, ხოლო გერმანული – 2017-დან.

გამოქვეყნებულია 20/02/2018

გვერდის დასაწყისი