საფრანგეთის ელჩის განცხადება საქართველოში საკანონმდებლო არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებით [fr]

საფრანგეთი მხარს უჭერს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დასკვნებს და ევროკავშირის განცხადებას საქართველოში არჩევნების თაობაზე. იგი კვლავ ადასტურებს საქართველოს სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარებისადმი თავის ერთგულებას.

იგი მიიჩნევს, რომ საჭიროა საერთაშორისო სტანდარტების მკაცრი გატარება პირველი ტურის შემდეგ საჩივრების განხილვისას და მეორე ტურის გამართვისას.

ის იმედოვნებს, რომ ყველა ქართული პოლიტიკური ძალა შეძლებს, ერთად იმუშაოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის რეკომენდაციების განსახორციელებლად.

გამოქვეყნებულია 27/11/2020

გვერდის დასაწყისი