საფრანგეთის ელჩისა და ბ-ნი ვახტანგ ყოლბაიას შეხვედრა [fr]

ამა წლის 9 თებერვალს, თბილისში, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ბ-ნი პასკალ მენიე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ბ-მა ვახტანგ ყოლბაიამ მიიღო.

შეხვედრაზე, რომელმაც მეგობრულ გარემოში ჩაიარა, ბ-მა ვახტანგ ყოლბაიამ საფრანგეთის ელჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობა და მისიები, ასევე ოკუპირებულ რეგიონში მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გააცნო. მან, აგრეთვე, ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე, კერძოდ ქართულ ენაზე სწავლების აკრზალვასა და რეგიონის მცხოვრებთა გადაადგილებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.

საფრანგეთის ელჩმა ბ-ნ ყოლბაიას კვლავ დაუდასტურა საფრანგეთის მტკიცე პოზიცია საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

JPEG - 78.5 ko
ბ-ნი პასკალ მენიე და ბ-ნი ვახტანგ ყოლბაია
ფოტო : აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
JPEG - 85.1 ko
ბ-ნი პასკალ მენიეს და ბ-ნი ვახტანგ ყოლბაიას შეხვედრა
ფოტო : აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

გამოქვეყნებულია 01/03/2018

გვერდის დასაწყისი