საფრანგეთის ელჩის ვიზიტი თავდაცვის სამინისტროში

2016 წლის 8 მარტს, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, პასკალ მენიე საქართველოს თავდაცვის მინისტრს, თინათინ ხიდაშელს შეხვდა.

საფრანგეთის ელჩმა მინისტრთან თავდაცვის სფეროში არსებული ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე ისაუბრა.

მინისტრმა განსაკუთრებულად აღნიშნა საფრანგეთის როლი ქართველი სამხედროების სწავლების საკითხში, ისევე როგორც მისი მხარდაჭერა საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის გაძლიერებაში.

თავის მხრივ, საფრანგეთის ელჩმა კლვავ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საფრანგეთის მხარდაჭერა და მადლობა გადაუხადა მინისტრს საქართველოს სამხედრო ძალების ფრანგი სამხედროების გვერდით, ამჟამად ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მანამდე კი ავღანეთში, მონაწილეობისთვის.

JPEG - 53.1 ko
L’Ambassadeur de France avec la ministre géorgienne de la Défense
JPEG - 64.1 ko
L’Ambassadeur Pascal Meunier et le Lieutenant-colonel Olivier Madiot
JPEG - 79.5 ko
La rencontre au ministère de la Défense de Géorgie

publie le 17/03/2016

hautdepage