საფრანგეთის ელჩის ვიზიტი იუსტიციის სამინისტროში

სამშაბათს, 15 მარტს, საფრანგეთის ელჩი საქართველოში ბ-ნი პასკალ მენიე იუსტიციის მინისტრს ქ-ნ თეა წულუკიანს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე და სახელმწიფო მრჩეველი ალექსანდრე ტაბატაძე.

საუბრის ძირითადი თემები საქართველოში განხორციელებული სასამართლოს რეფორმა, ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობა და ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი იყო.

JPEG - 353.6 ko
Rencontre au ministère de la Justice/შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში
JPEG - 321.4 ko
L’Ambassadeur avec Madame la Ministre/ელჩი ქალბატონ მინისტრთან ერთად

publie le 21/03/2016

hautdepage