საფრანგეთის ელჩის ვიზიტი ფინანსთა სამინისტროში

ოთხშაბათს 16 მარტს, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ბ-ნი პასკალ მენიე საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ბ-ნ ნოდარ ხადურს შეხვდა.

შეხვედრისას ელჩმა და მინისტრმა ეკონომიკის სფეროში ფრანგულ-ქართული ორმხრივი ურთიერთობების რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.

მინისტრმა ხაზი გაუსვა საფრანგეთის მხარდაჭერას ქართული ეკონომიკის განვითარებასა და ქვეყნის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისადმი, კერძოდ ქართული სახელმწიფოსთვის გამოყოფილი რამდენიმე სესხის სახით.

საფრანგეთის ელჩმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის განვითარების სააგენტო გეგმავს საქართველოში თავისი მოღვაწეობის გაძლიერებას და 2016 წლის ბოლოს, თბილისში, წარმომადგენლობის გახსნას.

JPEG - 1.4 Mo
Rencontre au ministère des Finances/შეხვედრა ფინანსთა სამინისტროში
JPEG - 1.4 Mo
Le Ministre des Finances avec l’Ambassadeur de France en Géorgie/ფინანსთა მინისტრი საფრანგეთის ელჩთან ერთად

publie le 05/04/2016

hautdepage