საფრანგეთის ელჩის ვიზიტი სოფლის მეურნეობის სამინისტროში

პარასკევს 18 მარტს, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ბ-ნი პასკალ მენიე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს, ბ-ნ ოთარ დანელიას შეხვდა.

საუბარი შეეხო მთავრობის მიერ სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისა და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით გატარებულ რეფორმებს, კერძოდ, 2014 წლის ივნისში ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში.

მინისტრმა გამოყო ფრანგული ცოდნისა და კაპიტალის წვლილი ქართული სოფლის მეურნეობის განვითარებაში, განსაკუთრებით კი მეღვინეობა-მევენახეობის სექტორში.

ელჩმა აღნიშნა, რომ საფრანგეთს შეუძლია თავისი გამოცდილება მოახმაროს სხვა დარგების ჩამოყალიბების საქმეს და ხაზი გაუსვა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს როლს ქართული სოფლის მეურნეობის მცირე და საშუალო მეურნეობების დაფინანსებაში.

JPEG - 67.3 ko
Rencontre au ministère de l’Agriculture/შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროში

publie le 31/03/2016

hautdepage