საფრანგეთის ელჩის ვიზიტი სამეგრელოს რეგიონში

ორშაბათს 28 მარტს, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ბ-ნი პასკალ მენიე სამუშაო ვიზიტით სამეგრელოს რეგიონს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში ელჩი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ბ-მა ლევან შონიამ მიიღო. ამ უკანასკნელმა სტმარს რეგიონში მიმდინარე სხვა და სხვა პროექტი წარუდგინა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რეგიონისთვის პრიორიტეტულ აგრარულ და ტურისტულ სექტორებზე. ელჩმა კვლავ დაადასტურა საფრანგეთის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და აფხაზეთთან გამყოფი ხაზისპირა სოფლებში არსებული ვითარებით დაინტერესდა.

JPEG - 52.8 ko
Rencontre avec le Gouverneur Levan Chonia/შეხვედრა გუბერნატორ ლევან შონისთან

ბ-ნი პასკალ მენიე ასევე ზუგდიდის მერს, ბ-ნ ირაკლი გოგოხიას შეხვდა, რომელთანაც მან საფრანგეთსა და საქართველოს შორის პარტნიორულ შესაძლებლობებზე ისაუბრა.

JPEG - 61.8 ko
Rencontre avec le maire de Zougdidi Irakli Gogokhia/შეხვედრა ზუგდიდის მერთან ირაკლი გოგოხიასთან

ვიზიტის დროს ელჩი ზუგდიდის პრინცი მიურატის სახელობის ქართულ-ფრანგულ კოლეჯსა და დადიანების სასახლეს ესტუმრა.

JPEG - 113.1 ko
Visite au Collège franco-géorgien du Prince Murat/ვიზიტი პრინცი მიურატის სახელობის ქართულ-ფრანგულ კოლეჯში

publie le 30/03/2016

hautdepage