საფრანგეთის ელჩის ვიზიტი თბილისის მერიაში

პარასკევს, 8 აპრილს, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ბ-ნი პასკალ მენიე თბილისის მერმა, ბ-ნმა დავით ნარმანიამ მიიღო.

საუბარი შეეხო საქართველოს დედაქალაქსა და საფრანგეთის რამდენიმე ქალაქს შორის დამყარებულ ურთიერთობებს, ეკონომიკურ თანამშრომლობასა და საფრანგეთთან კულტურული კავშირების განვითარებას.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალაქ ნანტთან ურთიერთობებს, რომელიც თბილისთან 1979 წლიდანაა დაძმობილებული, და ტრანსპორტის სფეროში მიმდინარე პროექტებს.

JPEG - 62.8 ko
Entretien de M. Pascal Meunier et M. Davit Narmania/ბ-ნი პასკალ მენიესა და ბ-ნი დავით ნარმანიას საუბარი

publie le 22/04/2016

hautdepage