საფრანგეთის ელჩის ვიზიტი სასჯელაღსრულების სამინისტროში

ხუთშაბათს, 14 აპრილს, ბ-ნი პასკალ მენიე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, ბ-ნმა კახა კახიშვილმა მიიღო. შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე, ქ-ნი თამარ ხულორდავა და სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, ბ-ნი გიორგი ფანიაშვილი.

JPEG - 56.8 ko
M. Pascal Meunier accueilli par M. Kakha Kakhichvili/ბ-ნ პასკალ მენიეს ბ-ნი კახა კახიშვილი მასპინძლობს

საუბარი შეეხო საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებს, ასევე სასჯელაღსრულების სფეროს პერსონალის გადამზადების კუთხით ორმხრივი თანამშრომლობის განახლების შესაძლებლობებს. აღნიშნულ დარგში საფრანგეთის გამოცდილება მეტად საყურადღებოა.

JPEG - 73.7 ko
Rencontre au ministère pénitentiaire/შეხვედრა სასჯელაღსრულების სამინისტროში
JPEG - 53 ko
Rencontre au ministère pénitentiaire/შეხვედრა სასჯელაღსრულების სამინისტროში

publie le 06/05/2016

hautdepage