საფრანგეთის ელჩის ვიზიტი გორში

2016 წლის 1 დეკემბერს, საფრანგეთის ელჩი ბ-ნი პასკალ მენიე ოფიციალური ვიზიტით ქალაქ გორს ესტუმრა.

საფრანგეთის ელჩმა ფრანგული ენის ცოდნის დამადასტურებელი დიპლომები გადასცა ეროვნული თავდაცვის აკადემიის 8 ოფიცერს. დიპლომების გადაცემა აკადემიაში გამართულ სპეციალურ სპეციალურ ღონისძიებაზე მოხდა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე - ბ-ნი ნუკრი გელაშვილი და საფრანგეთის თავდაცვის ატაშე - ვიცე-პოლკოვნიკი ბ-ნი ოლივიე მადიოც ესწრებოდნენ.

JPEG - 175 ko
დიპლომების გადაცემა: საფრანგეთის ელჩი თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან ერთად

თავდაცვის სფეროში ახალი კადრების მომზადება ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვალი ელემენტია. მის ფარგლებში რეგულარურად ხდება ქართველი ოფიცრების გაგზავნა ფრანგულ სამხედრო სკოლებში, ისევე როგორც ხორციელდება მოსწავლე ოფიცრების გაცვლითი პროგრამები ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და სენ-სირ-კოეტკიდანს შორის.

ღონისძიების შემდეგ, საფრანგეთის ელჩი ქალაქ გორის მერს - ბ-ნ ზურაბ ჯირკველიშვილს, შემდეგ კი მუნიციპალური სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა. საუბრისას განიხილეს თანამშრომლობის უამრავი შესაძლო მიმართულება, მათ შორის განათლების სფერო და ფრანგული ენის შესწავლა საქართველოში.

JPEG - 162.4 ko
საფრანგეთის ელჩი და ქალაქ გორის მერი
JPEG - 139.2 ko
საფრანგეთის ელჩი და ქ. გორის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები

ელჩის ვიზიტი გორის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრით დასრულდა. უნივერსიტეტის რექტორის - ბ-ნ გიორგი სოსიაშვილის თანდასწრებით, საფრანგეთის ელჩმა სტუდენდებსა და მათ მშობლებს საფრანგეთში გაცვლითი სასწავლო პროგრამების უპირატესობები გააცნო.

JPEG - 168.6 ko
სიტყვით გამოსვლა უნივერსიტეტის სტუდენტებთან

publie le 13/12/2016

hautdepage