საფრანგეთის ელჩის ვიზიტი ხელოვნების სასახლეში [fr]

ამა წლის 11 იანვარს, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ბ-ნი პასკალ მენიე თბილისში ხელოვნების სასახლეს ესტუმრა, რომელშიც თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელწიფო მუზეუმია განთავსებული.

საფრანგეთის ელჩს დაწესებულების დირექტორმა, ბ-მა გიორგი კალანდიამ უმასპინძლა და მას უნიკალური ისტორიული შენობისა და სასახლეში დაცული ეროვნული საგანძურის ისტორია გააცნო.

ბ-მა მენიემ მუზეუმის დროებითი გამოფენები და მუდმივი კოლექციები დაათვალიერა და ბ-ნ კალანდიასთან ხელოვნების სასახლესა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს შორის შესაძლო თანამშრომლობაზე ისაუბრა, კერძოდ სიმონ დადიანის ნამუშევრების გამოფენის ფარგლებში. ახალგაზრდობაში საფრანგეთში იმიგრირებული აღნიშნული ქართველი ხელოვანის ნამუშევრების კოლექციის გამოფენა 2018 წელს ხელოვნების სასახლეშია დაგეგმილი.

ბ-ნი პასკალ მენიე ხელოვნების სასახლეს სტუმრობს
ბ-ნი პასკალ მენიე ხელოვნების სასახლეს სტუმრობს
ფოტო: ხელოვნების სასახლე

გამოქვეყნებულია 23/01/2018

გვერდის დასაწყისი