საფრანგეთის ელჩის ვიზიტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში [fr]

2018 წლის 25 იანვარს, საქართველოში საფრანგეთის ელჩი, ბ-ნი პასკალ მენიე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია თბილისში, რათა პროფესორებსა და სტუდენტებს გასაუბრებოდა.

ვიზიტის მიზანი იყო საფრანგეთის საელჩოსა და სახუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის კავშირების დამყარება, სტუდენტების ინტერესის ზრდა საფრანგეთის მიმართ და უნივერსიტეტის საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის განვითარება. რექტორთან, ბ-ნ ზურაბ ხონელიძესთან შეხვედრის შემდეგ, ბ-ნ პასკალ მენიეს შესაძლებლობა მიეცა, უნივერსიტეტის ფრანგულის სამ პედაგოგსა და სტუდენტთა გარკვეულ ჯგუფს გასაუბრებოდა და მათთვის დღევანდელი საფრანგეთი წარედგინა თავისი ეკონომიკური, კულტურული, საუნივერსიტეტო და დიპლომატიური ასპექტებით და საქართველოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით.

ბატონი ელჩი მიესალმა პროფესორების ძალისხმევას ფრანგული ენის პოპულარიზაციისა და სწავლების საკითხში. სტუდენტებმა და პროფესორებმა ძალიან გულთბილი მადლობა გადაუხადეს ელჩს ვიზიტისთვის და მას თავიანთი ინტერესი შეახსენეს საფრანგეთთან საუნივერსიტეტო გაცვლითი პროგრამების განვითარებისა და ფრანგული ენის სწავლებისთვის მხარდაჭერის თვალსაზრისით.

ბ-მა პასკალ მენიემ, ასევე, ისარგებლა შემთხვევით და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანგულის პენსიონერ პედაგოგს, ქ-ნ რუსუდან გაჩავას სიმბოლური სამადლობელი სიგელი გადასცა საქართველოში ფრანგული ენის სწავლების სასარგებლოდ გაწეული მრავალწლიანი სამსახურისთვის. უნივერსიტეტის მონახულება თბილ გარემოში გამართული ფოტოსესიით დასრულდა.

ბ-ნი პასკალ მენიე და ბ-ნი ზურაბ ხონელიძე
ბ-ნი პასკალ მენიე და ბ-ნი ზურაბ ხონელიძე
საფრანგეთის საელჩო საქართველოში
ვიზიტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
ვიზიტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
საფრანგეთის საელჩო საქართველოში
ვიზიტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
ვიზიტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
საფრანგეთის საელჩო საქართველოში
ვიზიტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
ვიზიტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
საფრანგეთის საელჩო საქართველოში
ბ-ნი პასკალ მენიე ფრანგული ენის პედაგოგებთან ერთად
ბ-ნი პასკალ მენიე ფრანგული ენის პედაგოგებთან ერთად
საფრანგეთის საელჩო საქართველოში

გამოქვეყნებულია 08/02/2018

გვერდის დასაწყისი