საფრანგეთის ელჩის ვიზიტი წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში [fr]

2018 წლის 16 მარტს, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ბ-ნი პასკალ მენიე წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს ესტუმრა, სადაც იგი უნივერსიტეტის რექტორმა, ბ-ნმა სერგო ვარდოსანიძემ მიიღო.

ამ უკანასკნელმა ელჩს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც საფრანგეთი საქართველოს მიმართ იჩენს დიპლომატიურ, პოლიტიკურ, საგანმანათლებლო და კულტურულ სფეროებში. თავის მხრივ, ბ-ნმა პასკალ მენიემ რექტორს გააცნო საელჩოს მიერ განხორციელებული ქმედებები განათლების, თანამშრომლობის და საქართველოში ფრანგული ენის სწავლების პოპულარიზაციისა და გაძლიერების მიმართულებით.

საფრანგეთის ელჩი აგრეთვე სიტყვით გამოვიდა სტუდენტური აუდიტორიის წინაშე და მას დღევანდელი საფრანგეთის შესახებ ესაუბრა. შეხვედრამ მეგობრულ და თბილ ვითარებაში ჩაიარა, რომლის დროსაც სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ბ-ნ მენიესთან გასაუბრების საშუალება მიეცათ.

ვიზიტი დასრულდა უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ ორგანიზებული პატარა ღონისძიებით, რომლის დროსაც შესრულდა ფრანგული სიმღერა და ტრადიციული ქართული ცეკვა.

ელჩის ვიზიტი წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში

ფოტო: საფრანგეთის საელჩო

გამოქვეყნებულია 10/04/2018

გვერდის დასაწყისი