საფრანგეთის ელჩის კულტურული ხასიათის ვიზიტები

2016 წლის 25-დან 31 მარტამდე, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, პასკალ მენიემ დედაქალაქის რამდენიმე კულტურულ დაწესებულებაში განახორციელა ვიზიტი.

თავდაპირველად ის თბილისის ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს ესტუმრა, სადაც მუდმუვი კოლექციისა და ზურაბ წერეთლის ფოტო არქივის გარდა მერაბ აბრამიშვილის დროებით გამოფენას გაეცნო.

JPEG - 1.1 Mo
Au Musée d’art moderne de Tbilissi/თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში

ბ-ნი მენიემ შემდეგ საქართველოს ეროვნული მუზეუმი მოინახულა, სადაც ის მუზეუმის დირექტორმა ბ-მა დავით ლორთქიფანიძემ მიიღო. ამ უკანასკნელმა ელჩს ჰომოგეორგიკუსის 1 800 000 წლის თავის ქალა აჩვენა და საბჭოთა ისტორიის დარბაზი და მუზეუმის ოქროს ფონდი დაათვალეირებინა.

JPEG - 1010.2 ko
Au Musée national de Géorgie/საქართველოს ეროვნულ მუზეუმში
JPEG - 1004.8 ko
Fonds d’or du Musée national/ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდი

ბ-ნი პასკალ მენიე ასევე ესტუმრა საქართველოს მწერალთა სახლს, რომელიც დიდი ქართველი მეწარმისა და მეცენატის, დავით სარაჯიშვილის მიერ აშენებულ შენობაშია განთავსებული.

თბილისის კულტურული დაწესებულებების ვიზიტი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მონახულებით დასრულდა, რომელიც მრავალწლიანი სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ ცოტა ხნის წინ გაიხსნა.

JPEG - 21 ko
Au Théâtre de l’Opera et du Ballet de Tbilissi/თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში

publie le 05/04/2016

hautdepage