საფრანგეთის ელჩის, პასკალ მენიეს გამოსამშვიდობებელი წერილი

მე და გალიამ ამ დილით დავტოვეთ თბილისი, სამ წელიწად-ნახევარის განმავლობაში, ფრანგულ-ქართული ურთიერთობების განვითარებისათვის გაწეული ინტენსიური საქმიოანობის შემდეგ.

მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას ჩემდამი გამოცხადებული ნდობისთვის და იმ მხარდაჭერისთვის რომელსაც მუდმივად გამოხატავდა ჩვენი თანამშრომლობის განვითარებისა და გაფართოების მიმართ.

მადლობას მოვახსენებთ ყველა იმ ქართველს, რომელმაც გამოიჩინა ჩვენდამი არა მხოლოდ თავისი ლეგენდარული სტუმართმოყვარეობა, არამედ გულწრფელი და ხანგრძლივი მეგობრობა, რომლებიც თან მიგვაქვს. მათ ჩვენ ვეუბნევით: დროებით.

მადლობას მოვახსენებ ჩემს კოლეგებს დიპლომატიური კორპუსიდან. ჩვენ ვქმნით არაჩვეულებრივ გუნდს. ქართული რეალობების მათი ღრმა ცოდნა და ანალიზის საფუძვლიანობა ძალზედ სასარგებლო აღმოჩნდა ჩემთვის, და ასევე სასარგებლო იქნება ჩემი შემცვლელისთვის, დიეგო კოლასისთვის, რომელიც შეუდგება საქმიანობას კვირა საღამოდან და რომელსაც წარმატებულ მისიას ვუსურვებ.

რაღა თქმა უნდა ვფიქრობ ასევე საქართველოში მცხოვრებ ფრანგებზე, რემელთა რიცხვიც წლიდან წლამდე იზრდება. კავკასიის ფრანგული სკოლის წყალობით, რომელიც წელს ლიცეუმად გადაკეთდა, ასევე ფრანგულ-ქართული სავაჭრო პალატის წყალობით, რომელიც თავის თავმჯდომარის ანტუან ბარდონის გარშემო იკრებს საქართველოთი დინტერესებულ უფრო და უფრო მეტ ჩვენს ბიზნესმენებს, ჩვენი საკონსულო მრჩეველის ლუსინ ბარდონისა, რომელიც გამოირჩევა თავისი დინამიურობით, და ჩვენი კონსულის სინდი სკრივენის სამაგალითო ერთგულების წყალობით, ჩვენი თანამემამულეები ბედნიერად ცხოვრობენ საქართველოში - წილად მხვდა კიდეც პრივილეგია ორი მათგანის ქორწილი ამეღნიშნა - და აქვთ შესაძლებლობა ხშირად შეიკრიბონ და წარმოაჩინონ თავიაანთი სოლიდარობის სული სხვადასხვა საქველომოქმედო აქციების საშუალებით: სკოლის საქველმოქმედო კროსი, ემაუს საქართველო, IWAG, საახალწლო ბაზრობა და ა შ.

და ბოლოს, მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს. მისმა ენთუზიაზმმა და მუდმივმა მობილიზაციამ საშუალება მოგვცა მიგვეღწია ისეთი შედეგებისთვის, რემლებითაც შეგვიძლია ვიამაყოთ.

● ამილახვრის დიალოგის დაფუძვნება ჩვენს ურთიერთობებს დიდი იმპულსს მისცემს ყველა სფეროში. ჩემი მისიის ფარგლებში საშუალება მომეცა მონაწილეობა მიმეღო ორ საპრეზიდენტო და მინისტრთა რამდენიმე ვიზიტში. გულითად მადლობას მოვახსენებ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომლებმაც დამდეს პატივი და დაესწრნენ ჩვენს გამოსამშვიდობებელ საღამოს ჩვენს მეგობრებთან ერთად.
● თავდაცვის სფეროში ჩვენი თანამშრომლობა მრავალმხრივია და მოიცავს როგორც სახმელეთო ძალებს (საჩხერის სამთო მომზადების სკოლა), ასევე საჰაერო ძალებს (საჰაერო თავდაცვა) და საძღვაო ძალებს (სამაშველო სწავლება ზღვაზე ფრანგული გემების საქართველოს პორტებში ვიზიტისას). ეს თანამშრომლობა ასევე ოპერატიულია და ქართველი ჯარისკაცების მამაცობას ძალზედ აფასებენ მათი კოლეგები. შემთხვევით არა არის რომ ბ-ნმა ჟან-ივ ლე დრიანმა, რომელმაც ორჯერ იმოგზაურა საქართველოში (2016 როგორც თავდაცვის მინსტრმა და 2018 როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა) შესთავაზა ქართველ კოლეგებს ჩვენი დიალოგისთვის პრინცი დიმიტრი ამილახვარის სახელი მიენიჭებინათ, რომელიც 1942 წელს საფრანგეთისთვის ბრძოლაში დაეცა, შეუერთდა რა უცხოურ ლეგიონს.
● შიდა უსაფრთხოების სფეროში, ჩვენს ორ სამინისტროს შორის არსებულმა სამაგალითო თანამშრომლობამ საშუალება მოგვცა გვეპოვნა ორგანიზებულ კრიმინალთანა და არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის გზები, მათ შორის პოლიტიკური თავშესაფრის გადამეტებულ მოთხოვნებთან. ამ ნდობისა და მიზანდასახულობის წყალობით, რომელსაც ასევე მხარს უჭერს ევროკავშირი, ჩვენ შევძელით შეგვენარჩუნებინა ისეთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა, როგორიცაა უვიზო მიმოსვლა ბიომეტრიული პასპორტის მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის.
● ეკონომიკის სფეროში საქართველო გახდა ჩვენი პირველი პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში. მრავალ სფეროში (ტრანსპორტი, გარემოს დაცვა, ენერგია, თავდაცვა და უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურა, მომსახურება) ჩვენი კომპანიები იკავებენ პოზიციებს ბაზარზე მომავალი ტენდერებისთვის.
● თანამშრომლობის სფეროში, საელჩოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) ერთობლივი ძალისხმევის წყალობით წარმოდგენილნი ვართ მრავალ სექტორში. ენერგოეფექტურობა, სამართალი, სოციალური საკითხები, საპენსიო ფონდი, სოფლის განვითარება, პროფესიული ტრენინგები და ა შ...
● განათლების სფეროში, შეგვიძლია ვიამაყოთ მოკლე დროში ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ჩამოყალიბებით, რომელიც პირველ სტუდენტებს 2019 სასწავლო წელს მიიღებს. 70 ახალგაზრდა უკვე ჩაწერილია. და 2020 წლისთვის ამ რიცვის გაორმაგებას ველოდებით.
● და ბოლოს, მსურს აღვნიშნო აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის პროექტები ჯანდაცვის, სამაშველო საქმიანობისა და ფრანგული სწავლების სფეროებში. ყველა ეს შერიგების ძალისხმევის თანმდევი ქმედება, რომლებსაც მხარს უჭერენ ევროკავშირი და ევროსაბჭო, აპოლიტიკურია და მოსახლების კეთილდღეობას ისახავს მიზნად. ისინი საშუალებას აძლევენ ფრანგ, ევროპელ, ქართველ და აფხაზ ექსპერტებს გაუზიარონ ერთმანეთს თავისი გამოცდილება და სარგებელი მოუტანონ საზოგადოებას.
● ყველა ამ პროექტის, და კიდევ მრავალი სხვა ტურიზმთთან, გასტრონომიასთან, მეღვინეობასთან, სალიდარულ დახმარებასთან დაკავშირებული პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ჩემი გუნდის ენთუზიაზმისა და თავდადებულობის წყალობით ყველა დონეზე. სამსახურის უფროსები, ფრანგი და ქართველი თანამშრომლები, საერთაშორისო მოხალისეები, სტაჟიორები. მახსენდება მათი სახელები და სახეები როდესაც ვფიქრობ ყველა ამ მიღწევაზე. და მე მათ ვეუბნევი: თქვენ შეგიძლიათ იამაყოთ თქვენით. ჩვენ ყველამ შევიტანეთ წვლილი ჩვენი თანამშრომლობის პოლიტიკის მდგრად განვითარებაში. მადლობას მოვახსენებ ჩვენს კოლეგებს ორივე ქვეყნის სხვადასხვა სამინისტროებიდან, ეკონომიკის, აკადემიური, საგანმანათლებლო და კულტურული წრეებიდან, რომელთა დახმარების გარეშე ვერაფერს შევძლებდით.

თავს უფლებას ვაძლევ ასევე მადლობა გადავუხადო ჩემს მეუღლეს გალიას. მისი გვერდში დოგმა ძალზედ დამეხმარა ჩემი მისიის შესრულებაში. თანაგრძნობისა და სიკეთის წყალობით მან მრავალი ქართველის გული მოიგო და დამეხმარა უკეთ გამეცნო ეს მრავალმხრივ ნიჭიერი და მომხიბვლელი ერი.

მოკლედ რომ ვთქვა, ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიყავით საქართველოში, სადაც ბევრი მეგობარი გვყავს, რომლებსაც აუცილებლად შევხვდებით აქ თუ იქ, ამაში დარწმუნებულები ვართ.

ვუსურვებთ დიეგო კოლას, მომავალ ელჩს, ისევე როგორც საელჩოს მთელ გუნდს, რომელიც ბევრ ახლაბედას ითვლის, უამრავ სიკეთეს. ისინი ერთად გადაფურცლავენ მუდმივად გამდიდრებადი ფრანგულ-ქართული ამ ულამაზესი ისტორიის ახალ ფურცელს.

დიდი მადლობა, ნახვამდის.

გამოქვეყნებულია 23/08/2019

გვერდის დასაწყისი