საფრანგეთის ელჩი გადაცემაში « რა დროს ძილია »

საფრანგეთის ელჩი საქართველოში ბ-ნი პასკალ მენიე და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი ბ-ნი ჟან-ივ ლავუარი სტუმრად იმყოფებოდნენ ტელე « იმედის » გადაცემაში « რა დროს ძილია » ქ-ნი ოლგა ბაბლუანის მიწვევით. გადაცემა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე იუბილეს მიეძღვნა.

გარდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918 – 1921 წლები) წარმომადგენლების საფრანგეთის მთავრობასთან დამყარებული კავშირებისა და საქართველოსთვის 2016 წელს ლევილ-სურ-ორჟის მამულის გადაცემისა, გადაცემაში ისაუბრეს საფრანგეთსა და საქართველოს შორის არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებზე, კერძოდ საქართველოში საფრანგეთის ეკონომიკურ გაძლიერებაზე, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის დაარსების პროექტზე თუ ქვეყანაში ფრანგული ენის სწავლებაზე.

იხილეთ ტელე « იმედის » ეთერში 18 ნოემბერს 23სთ30წ-ზე გასული გადაცემა.

JPEG - 107.3 ko
M. Pascal Meunier et M. Jean-Yves Lavoir à l’émission "No time to sleep"/ბ-ნი პასკალ მენიე და ბ-ნი ჟან-ივ ლავუარი გადაცემაში "რა დროს ძილია"
JPEG - 92.9 ko
M. Pascal Meunier et M. Jean-Yves Lavoir à l’émission "No time to sleep"/ბ-ნი პასკალ მენიე და ბ-ნი ჟან-ივ ლავუარი გადაცემაში "რა დროს ძილია"

გამოქვეყნებულია 18/12/2017

გვერდის დასაწყისი