საფრანგეთის ელჩი განათლების სამინისტროში

ორშაბათს, 4 აპრილს, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ბ-ნი პასკალ მენიე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ქ-ნ თამარ სანიკიძეს შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრმა დაწვრილებით ისაუბრა საქართველოს განათლების სისტემაში, კერძოდ უმაღლესი და პროფესიული განათლების სფეროში გატარებულ რეფორმებზე.

ელჩმა მადლობა გადაუხადა ქ-ნ სანიკიძეს სამინისტროს მიერ საქართველოში ფრანგული ენის სწავლების ხელშეწყობისა და განვითარების ფონდ ‘’მოლიერის’’ საქმიანობის მხარდაჭერისთვის.

საუბარი ასევე შეეხო საფრანგეთი-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას საქართველოში ფრანგული ენის სწავლების პოპულარიზაციის მიზნით და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებს.

JPEG - 59.9 ko
Mme Tamar Sanikidze et M. Pascal Meunier/ქ-ნი თამარ სანიკიძე და ბ-ნი პასკალ მენიე
JPEG - 70.5 ko
Rencontre au ministère de l’Education et des Sciences/შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში

გამოქვეყნებულია 15/04/2016

გვერდის დასაწყისი