საფრანგეთის ელჩი გარემოს დაცვის მინისტრს შეხვდა

ოთხშაბათს 16 მარტს, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ბ-ნი პასკალ მენიე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს, ბ-ნ გიგლა აგულაშვილსა და მინისტრის მოადგილეს, ბ-ნ თეიმურაზ მურღულიას ესაუბრა.

შეხვედრაზე აღნიშნეს ორი ქვეყნის როლი კლიმატის შესახებ მრავალმხრივ მოლაპარაკებებში, აპრილის თვეში პარიზის ხელშეკრულების ხელმოწერასთან ერთად და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომიტეტის (UNECE) საუწყებათაშორისო კონფერენციის ორგანიზების საკითხი, რომელიც ზაფხულში ბათუმშია დაგეგმილი.

ელჩმა მოიწონა ქართული მხარის მიერ ვალდებულებების აღება პარიზის კონფერენციაზე COP21 და თავისი გამოცდილებისა და ტექნიკური ექსპერტიზის გაზიარების სურვილი გამოთქვა ისეთ სფეროებში, როგორიცაა წყლის რესურსების მართვა, ნარჩენების გადამუშავება და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება.

JPEG - 776.6 ko
Entretien au ministère de l’Environnement et la Protection des Ressources Naturelle/შეხვედრა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში
JPEG - 2 Mo
Le Ministre salue l’Ambassadeur de France/მინისტრის და საფრანგეთის ელჩის მისალმება

publie le 21/03/2016

hautdepage