საფრანგეთის ელჩი ეკონომიკის სამინისტროში

ორშაბათს 21 მარტს, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ბ-ნი პასკალ მენიე ვიცე მრემიერს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ბ-ნ დიმიტრი ქუმსიშვილს შეხვდა.

საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკის ბოლო დროინდელ მიღწევებს, მზარდ სექტორებსა და ფრანგულ-ქართული ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების პერსპექტივებს.

მინისტრმა დეტალურად აღწერა მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები ქართული ეკონომიკის მიზიდულობის გაძლიერების მიზნით, ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების ფარგლებში.

ელჩმა აღნიშნა, რომ უკანასკნელი თვეების განმავლობაში საქართველოში ფრანგული საწარმოების რიცხვი გაიზარდა და ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის კომპანიებს შორის მრავალმხრივი პარტნიორიბის არსებობას.

JPEG - 642.7 ko
L’Ambassadeur de France et le Ministre de l’Economie/საფრანგეთის ელჩი და ეკონომიკის მინისტრი

publie le 05/04/2016

hautdepage