საფრანგეთის ელჩი რადიო გადაცემაში

16 ოქტომბერს, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ბ-ნი პასკალ მენიე სტუმრად იმყოფებოდა რადიო გადაცემაში "საფრანგეთის სურნელი", რომელსაც უძღვება ქ-ნი თამარ გაგოშიძე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის უცხო ენათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

გადაცემის თემები იყო უმაღლესი განათლება, კერძოდ ფრანგული ენის მოსამზადებელი პროგრამის დაარსება თბილისის გრიგოლ რობაქიძის და პარი სორბონ აბუ დაბის უნივერსიტეტებს შორის, და ფრანკოფონია. ბ-მა პასკალ მენიემ ისაუბრა აღნიშნული პორგრამის სარგებელზე სტუდენტებისთვის. იგი, ამასთან ერთად, კვლავ შეეხო საფრანგეთის მიერ საქართველოს მთავრობის საგანმანათლებლო პოლიტიკის მხარდაჭერას ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის შექმნის პროექტით.

JPEG
დამატებითი ინფორმაცია ფრანგული ენის მოსამზადებელი პროგრამის შესახებ გრიგოლ რობაქიძის და პარი სორბონ აბუ დაბის უნივერსიტეტებს შორის, იხილეთ ამ ბმულზე.

JPEG - 99.8 ko
M. Pascal Meunier à l’émission radio/ბ-ნი პასკალ მენიე რადიო გადაცემაში

გამოქვეყნებულია 06/11/2017

გვერდის დასაწყისი