საფრანგეთის ელჩი სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ მიიღო

2016 წლის 14 მარტს, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ბ-ნი პასკალ მენიე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მინისტრს, ბ-ნ დავით ბაქრაძეს შეხვდა.

საუბრისას ელჩმა დაადასტურა საფრანგეთის მხარდაჭერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზალიბერალიზაციის პროცესისადმი და კმაყოფილება გამოთქვა მთავრობის მიერ ამ მიმართულებით გატარებული რეფორმების გამო.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საფრანგეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები, კერძოდ სამხედრო, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა (მეღვინეობა) და ტურიზმის სფეროებში.

JPEG - 253.8 ko
L’Ambassadeur de France Pascal Meunier et le ministre d’Etat pour l’Intégration européenne et euroatlantique David Bakradze
JPEG - 249.1 ko
Rencontre entre l’Ambassadeur de France Pascal Meunier et le ministre d’Etat pour l’Intégration européenne et euroatlantique David Bakradze

publie le 17/03/2016

hautdepage