საფრანგეთის ელჩი შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

სამშაბათს, 15 მარტს, საფრანგეთის ელჩი საქართველოში ბ-ნი პასკალ მენიე შინაგან საქმეთა მინისტრს ბ-ნ გიორგი მღებრიშვილს შეხვდა.

ელჩმა კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის ფარგლებში განხორციელებული რეფორმების გამო.

მინისტრმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა ფრანგულ მხარეს მხარდაჭერისთვის და კვლავ დაადასტურა მისი ქვეყნის მისწრაფება ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

საუბრისას, ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის მნიშვნელობას ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

JPEG - 336.1 ko
Rencontre au ministère de l’intérieur
JPEG - 314.2 ko
L’Ambassadeur Pascal Meunier avec le Ministre Guiorgui Mguebrichvili

გამოქვეყნებულია 18/03/2016

გვერდის დასაწყისი