საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული თბილისში

12 ივლისს, თბილისში, საქართველოში საფრანგეთის საელჩომ ბასტილიის აღების დღესთან დაკავშირებული მიღება გამართა.

პრემიერ მინისტრი, საქართველოს მთავრობის რამდენიმე წევრი, პოლიტიკური, დიპლომატიური და საუნივერსიტეტო წრეების წარმომადგენლები, უბრალოდ საფრანგეთის მეგობრები დაესწრნენ ეროვნული ერთიანობის ამ ღონისძიებას, რომელმაც სადღესასწაულო და მეგობრულ გარემოში ჩაიარა.

საქართველოში თავის პირველ ეროვნულ დღესასწაულზე, ელჩმა პასკალ მენიემ სიტყვა წარმოთქვა, რომლის ძირითადი თემა ფრანგულ-ქართული ურთიერთობები და საქართველოს მიერ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით განხორციელებული მიღწევები იყო.

ბატონო პრემიერ მინისტრო,
ქალბატნო და ბატონო მინისტრებო,
ქალბატონო და ბატონო პარლამენტარებო,
ქალბატონო და ბატონო ელჩებო,
ქალბატონო მრჩეველო საკონსულო საკითხებში,
ძვირფასო თანამემამულენო,
ძვირფასო მეგობრებო,

მოხარული ვარ, რომ გმასპინძლობთ საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებულ მიღებაზე.

ბ-ნო პრემიერ მინისტრო, თქვენ წელსაც არჩიეთ, რომ ჩვენთან ერთად გეზეიმათ საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული დღესასწაული. ამისთვის დიდ მადლობას გიხდით თქვენ და მთავრობის ყველა წევრს ვინც ამ საღამოს თან გახლავთ.

2016 წელს დიდი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის.

წელს საქართველო ზეიმობს დამოუკიდებლობის 25-ე იუბილეს და მრავალ მნიშვნელოვან ღონისძიებასაც უმასპინძლა, მათ შორის ბოლო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა იყო, ხოლო შემდეგი იქნება კონეფერნცია ევროკავშირი-საქართველო, რომელიც ბათუმში 14 ივლისს დაიწყება. ჩვენ მას დავესწრებით, ბ-ნო პრემიერ მინისტრო და სწორედ ამის გამო გადავწყვიტე, რომ დღეს 2 დღით ადრე აღგვენიშნა ჩვენი ეროვნული დღესასწაული თბილისში.
საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსი კიდევ უფრო გამყარდა ასოცირების ხელშეკრულების ძალაში შესვლით 1 ივლისს და საქართველოს ვარშავის სამიტში მონაწილეობით.

მე ვიცი, რომ ქართველი ხალხი მოუთმენლად ელის ვიზალიბერალიზაციას. ამ უკანასკნელის შესახებ, როგორც ჩანს, შემოდგომაზე იქნება გადაწყვეტილება.
და ბოლოს, 2016 წლის 8 ოქტომბერს საკანონმდებლო არჩევნები გაიმართება და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს არჩევნები ჩატარდება სამართლიანად და გამჭვირვალედ სამართლიანობისა და დემოკრატიის იმ ღირებულებების შესაბამისად, რომელთაც საქართველო აღიარებს და რომელთაც კიდევ უფრო მძლავრი რეზონანსი აქვთ დღევანდელ დღეს, როდესაც ჩვენ ერთად ვზეიმობთ ბასტილიის აღებას 1789 წლის 14 ივლისს.

2016 წელი ასევე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კუთხით.

ჩვენ ივნისში ვიზეიმეთ კავკასიის ფრანგული სკოლის მე-10 იუბილე. ამ სკოლის მოსწავლეთა რიცხვმა 300-ს მიაღწია და დამამთავრებელ გამოცდებზე 100%-იანი წარმატება აღინიშნა.

ჩვენ გავაორმაგეთ საფრანგეთში მიმავალი ქართველი სტიპენდიანტების რიცხვი განათლების საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერით.

ჩვენ ასევე ვიზეიმებთ საჩხერის სამთო სკოლის ათი წლის იუბილეს, რომელიც 2006 წელს საფრანგეთის დახმარებით დაარსდა და რომელიც 2010 წელს გახდა “პარტნიორობა მშვიდობისათვის” სწავლებისა და წვრთნის ცენტრი. ჩვენ ასეევე მოხარულნი ვართ, რომ საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში, მომავალ თვეში, 35 ქართველო ჯარისკაცი შეუერთდება საფრანგეთისა და სხვა ერების ჯარებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და ვისურვებდი, გამოვხატო ჩვენი თქვენდამი მადლიერება ამ ჩართულობისთვის ევროკავშირის გვერდით აფრიკულ მიწაზე საჭირო სტაბილიზაციის მისიაში. ქართველი ჯარისკაცების ცოდნა და პროფესიონალიზმი, რომლებმაც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში წინა ოპერაციებში მიიღეს მონაწილეობა დღეს დაფასებული და აღიარებულია ყველა მონაწილის მიერ.

ეკონომიკურ პლანზე ჩვენი ორი ქვეყნის კავშირები მუდმივად ძლიერდება ჩვენი ეროვნული დღესასწაულის სპონსორების რაოდენობის გათვალისწინებით და მსურს, თქვენს წინაშე, მათ მადლობა გადავუხადო.

ბოლოს, პოლიტიკურ პლანზე, 2016 წელი იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

ჩვენ, მარტიდან მოყოლებული, სიამოვნებით მივიღეთ საფრანგეთში სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელთან ერთადაც მე პატივი მხვდა წილად სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენას დავსწრებოდი, შემდეგ კი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, იუსტიციის, შინაგან საქმეთა მინისტრები, თავდაცვის მინისტრი გამოფენა “ვროსატორის” ფარგლებში და სპორტის მინისტრი ევრო 2016-თან დაკავშირებით. ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრები ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და მათ შორის კერძოდ 8 ივლისს ვაშავის სამიტის მიღმა.

უმაღლეს სახელმწიფოებრივ დონეზე, ჩვენ ოფოციალური ვიზიტით მივიღეთ პრეზიდენტი მარგველაშვილი აპრილში და ამ ვიზიტთან დაკავშირებით საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მოვაწყვეთ საქართველოს პირველი რესპუბლიკის მმართველების საფრანგეთში გადასახლებისადმი მიძღვნილი საარქივო მასალების გამოფენა. და ბოლოს, 31 მაისს ბორდოში, თქვენ თავად მიიღეთ მონაწილეობა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდისა და ბორდოს მერის ალენ ჟუპეს გვერდით, ღვინის ქალაქის გახსნაში.

ამ საღამოს აკომპანიმენტს გაუწევს ქართული მრავალხმიანობის ჯგუფები “იალონი” და “სახიობა”, რომლებიც შეგვისრულებენ საფრანგეთისა და საქართველოს ჰიმნებს.

მადლობას მოგახსენებთ ყველას მობრძანებისთვის. გისურვებთ შესანიშნავად გაატაროთ 14 ივლისი.
გაუმარჯოს საფრანგეთსა და საქართველოს შორის მეგობრობას,
გაუმარჯოს რესპუბლიკას, გაუმარჯოს საფრანგეთს.

JPEG
JPEG
JPEG
JPEG
JPEG
JPEG
JPEG
JPEG
JPEG
JPEG
JPEG
JPEG
JPEG

publie le 02/08/2016

hautdepage