საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნა

14 ივლისის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, საფრანგეთის საელჩომ საქართველოში 11 ივლისს მიღება გამართა, რომელზეც თავი მოიყარა მრავალმა ქართველმა, ფრანგმა თუ საერთაშორისო დონის გამოჩენილმა ადამიანმა.

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ასევე მთავრობის რამდენიმე წევრი, დეპუტატები, დიპლომატები, პროფესორ-მასწავლებლები და სამოქალაქო საზოგადოებისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლები მეგობრობის დასტურად მიღებას დაესწრნენ.

საფრანგეთის ელჩმა, პასკალ მენიემ სიტყვა წარმოთქვა, რომელშიც მან ქართველ ხალხს ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცა და ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ განხორციელებულ ძალისხმევას ამ მიმართულებით. მან ასევე საზოგადოებას შეახსენა საფრანგეთის სურვილი, რომ საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობა გააძლიეროს, განსაკუთრებით პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო სფეროებში.

ელჩის სიტყვა

JPEG
JPEG
JPEG
JPEG
JPEG
JPEG
JPEG
JPEG
JPEG
JPEG
JPEG
JPEG
JPEG

publie le 31/07/2017

hautdepage