საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნა

14 ივლისის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, საფრანგეთის საელჩომ საქართველოში შაბათს მიღება გამართა, რომელზეც თავი მოიყარა მრავალმა ქართველმა, ფრანგმა თუ საერთაშორისო დონის გამოჩენილმა ადამიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბ-ნი ვახტანგ მახარობლიშვილი, ასევე მთავრობის წევრები, დიპლომატები, პროფესორ-მასწავლებლები და სამოქალაქო საზოგადოებისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლები მეგობრობის დასტურად მიღებას დაესწრნენ.

საფრანგეთის ელჩმა, პასკალ მენიემ სიტყვა წარმოთქვა, რომელშიც მან ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებს. მან საზოგადოებას შეახსენა საფრანგეთის სურვილი, რომ საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობა გააძლიეროს, განსაკუთრებით პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო სფეროებში. ბატონმა ელჩმა ასევე წარმატება უსურვა საქართველოს ახალ მთავრობას რომელიც იმ დროს პარლამენტის ნდობას იღებდა.

ელჩის სიტყვა

გამოქვეყნებულია 17/07/2018

გვერდის დასაწყისი