საფრანგეთის ვიზაზე განაცხადის გაკეთება საქართველოში - France visas

საქართველოში გაკეთებული სავიზო განაცხადები განიხილება თბილისში საფრანგეთის საელჩოს მიერ.

ინფორმაციის მისაღებად, დოსიეს მოსამზადებლად და წარსადგენად ან თქვენი განაცხადისთვის თვალის სადევნებლად, გამოიყენეთ საფრანგეთის ვიზების ოფიციალური ვებ-გვერდი France-visas.

France-visas უნიკალური პლატფორმაა, რომელიც თქვენი სავიზო განაცხადის თითოეულ ეტაპთან დაკავშირებულ ნებისმიერ საჭირო ინფორმაციას მოიცავს (დოსიეს მომზადება, განაცხადის შევსება, წარდგენა და თვალის დევნება).

სავიზო განაცხადის ძირითადი ეტაპები

  • გესაჭიროებათ თუ არა ვიზა ?

სავიზო ასისტენტის (assistant visa) წყალობით, France-visas საშუალებას გაძლევთ, განსაზღვროთ, თქვენი სიტუაციის შესაბამისად, გესაჭიროებათ თუ არა ვიზა და რომელი. ის ასევე მიგითითებთ, რომელი დამადასტურებელი საბუთების დართვა მოგიწვეთ თქვენს სავიზო გადანცხადზე და რომელი ტარიფით ისარგებლებთ.

  • შეავსეთ სავიზო განაცხადი ონლაინ

მას შემდეგ რაც გადაამოწმეთ, რომ ვიზა გესაჭიროებათ, შეგიძლიათ შეავსოთ თქვენი განაცხადი ონლაინ, აღნიშნულ პორტალზე. ამისათვის საჭირო იქნება, რომ გახსნათ მომხმარებლის ანგარიში და France-visas დაგეხმარებათ თქვენი განაცხადის მსვლელობის განმავლობაში.

  • დოსიეს შემოტანა თბილისში საფრანგეთის საელჩოში

მას შემდეგ რაც ონლაინ შეავსებთ თქვენს დოსიეს, ისღა დაგრჩენიათ, შეიტანოთ ის თბილისში საფრანგეთის საელჩოს საკონსულო სამსახურში. France-visas-ზე მოიპოვებთ ყველა საჭირო ინფორმაციას იმის შესახებ თუ ვის მიმართოთ და როგორ შეიტანოთ თქვენი განაცხადი.

  • თვალი ადევნეთ თქვენს განაცხადს

დოსიეს შემოტანის შემდეგ, შეგიძლიათ, თვალი ადევნოთ თქვენი განაცხადის მსვლელობას, ასევე გაიგოთ როდის და როგორ გაიტანოთ თქვენი პასპორტი და მოამზადოთ თქვენი ჩასვლა საფრანგეთში.

ყურადღება :

თბილისში საფრანგეთის საელჩოში განაცხადის შემოტანისას, უნდა წარადგინოთ ყველა ორიგინალი საბუთი და მათი ასლები A4 ფორმატით; ასევე ორი ფოტოსურათი, რომელიც შეესაბამება OACI ნორმებს.

თქვენი მოქალაქეობისა და დროის პერიოდის შესაბამისად, გარკვეული ვადები იმოქმედებს შეხვედრის დანიშვნასა და, აგერთვე, თქვენი დოსიეს განხილვასთან დაკავშირებით.
მოქალაქეებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ ეს ვადები და დროულად განახორციელონ სავიზო განაცხადის პროცედურები, მათი გამგზავრების თარიღთან მიმართებით.

გამოქვეყნებულია 12/02/2019

გვერდის დასაწყისი