საფრანგეთის თავმჯდომარეობა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტში [fr]

2019 წლის 17 მაისიდან 27 ნოემბრამდე, საფრანგეთი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანაა. მისი მიზანი იქნება ევროსაბჭოს 70 წლის მანძილზე განხორციელებული წინსვლის შედეგად მოპოვებული მიღწევების გამყარება და გამაერთიანებელი და ინოვაციური ქმედებები ვეროპის საზოგადოებების განვითარების დასახმარებლად.

ევროსაბჭო

ევროსაბჭო ვეროპის კონტინენტის ძირითადი ორგანიზაციაა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.

1949 წელს დაარსებული ევროსაბჭოევროპის ყველაზე ძველი მთავრობათაშორისი ორგანიზაციაა. მისი დამფუძნებელი ქვეყნები არიან ბელგია, დანია, საფრანგეთი, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, შვედეთი და გაერთიანებული სამეფო. დღეს, ევროსაბჭოში 47 წევრი ქვეყანაა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფო, რაც მთლიანად 800 მილიონზე მეტ მოსახლეს წარმოადგენს.

ევროსაბჭოს წევრმა ყველა სახელმწიფომ ხელი მოაწერა "ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას" - შეთანხმებას, რომლის მიზანიცაა ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვა. კონვენციის შესრულება წევრ სახელმწიფოებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ კონტროლდება.

ევროსაბჭომ მოწინავე როლი ითამაშა ევროპაში სიკვდილით დასჯის გაუქმების ბრძოლაში. ის აქტიურად მოქმედებს პრესის თავისუფლებისა და კულტურული მრავალფეროვნების სასარგებლოდ. ის ებრძვის ქალთა მიმართ ძალადობას. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, მან შეიმუშავა ნორმები, რომლებიც ევროპის დონეზე მედიკამენტებისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გარანტიას უზრუნველყოფს.

საფრანგეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტები

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი, რომლის თავმჯდომარე ქვეყანა საფრანგეთი 2019 წლის 17 მაისიდან 27 ნოემბრამდე იქნება, ორგანიზაციის მმართველ ორგანოს წარმოადგენს. საფრანგეთი მიზნად ისახავს სამი პრიორიტეტული მიმართულებით მუშაობას :

  • გააძლიეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სისტემა, განსაკუთრებით კი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო : მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ფენების დაცვა, ბავშვთა უფლებების გაძლიერება და სოციალური უფლებების დაცვა.
  • განავითაროს თანასწორობა და მშვიდობიანი თანაცხოვრება : ქალთა მიმართ ძალადობის, რასიზმის და ყოველგარი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა საფრანგეთის თავმჯდომარეობის მთავარი მიმართლებები იქნება.
  • უპასუხოს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის წინაშე არსებულ გამოწვევებს, რომელთა პირველ რიგებშიცაა ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის, ასევე ბიოეთიკის გარშემო არსებული მიზნები.

გამოქვეყნებულია 24/06/2019

გვერდის დასაწყისი