საფრანგეთის ინიციატივა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების სასარგებლოდ შუახევში

საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, ბ-მა პასკალ მენიემ, ფრანგული ასოციაცია « იმედი ჰანდიკაპის » პრეზიდენტი, მარი-კლერ ორსე და ასოციაციის ქართული ფილიალის დირექტორი, მანანა გაჩეჩილაძე მიიღო.

2015 წლიდან, ასოციაცია « იმედი ჰანდიკაპი » შუახევის რაიონში ახორციელებს პროექტებს, რათა გააუმჯობესოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დახმარება და ინტეგრაცია. მუნიციპალიტეტის მხარდაჭერის წყალობით, უახლოეს თვეებში ახალი თავშესაფარი გაიხსნება, რომლის საშუალებითაც ამ რაიონში მცხოვრები ბავშვების მკურნალობის ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდება.

გაიმართა სენსიბილიზაციისა და სწავლების რამდენიმე შეხვედრა ოჯახებთან და ბავშვთა დარგის სპეციალისტებთან, ასოციაცია « მაკლეინთან » პარტნიორობით.

ასოციაცია « იმედი ჰანდიკაპს » მხარს უჭერენ და ეხმარებიან საფრანგეთის საელჩო საქართველოში, ბურგუნდია-ფრანშ-კომტეს რეგიონული საბჭო, ქალაქი ბეზანსონი და გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF.

JPEG - 104.3 ko
L’Ambassadeur Pascal Meunier et les représentants de l’association "Imédi Handicap"/ელჩი პასკალ მენიე და ასოციაცია "იმედი ჰანდიკაპის" წარმომადგენლები

publie le 14/09/2017

hautdepage