საფრანგეთის მიერ განვითარებისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დახმარების მონაცემები 2017 წლისთვის [fr]

ჟან-ივ ლე დრიანის, ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრის და ბრუნო ლე მერის, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის საერთო პრეს-რელიზი

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ სულ ახლახანს მსოფლიოში განვითარებისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დახმარების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა 2017 წლისათვის.

2016 წელთან შედარებით, ამ დახმარების მაჩვენებლი 0,6%-ით შემცირდა და 147 მილიარდი დოლარი შეადგინა.

საფრანგეთის მიერ გამოყოფილი სახელმწიფო დახმარება +16%-ით გაიზარდა და 10,1 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც 0,43% მთლიან ეროვნულ პროდუქტს (მეპ) წარმოადგენს.

აღნიშნული ზრდა ეხება როგორც მრავალმხრივ (+19%), ასევე ორმხრივ (+14%) დახმარებას. 2017 წელს განხორციელებული მრავალმხრივი დახმარება ძირითადად დაკავშირებულია კლიმატის მწვანე ფონდის შენატანებთან, პარიზის შეთანხმების შესრულების ფარგლებში. ორმხრივი დახმარება კი ძირითადად საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული კრედიტების ხარჯზე გაიზარდა.

საფრანგეთი მეხუთე ადგილს ინარჩუნებს მსოფლიოში დონორ ქვყნებს შორის, შეერთებული შტატების, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოსა და იაპონიის შემდეგ.

განვითარებისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დახმარების ზრდის ტენდენცია, წინასწარი გათვლებით, უნდა შენარჩუნდეს და 2022 წლისთვის მეპ-ის 0,55% შეადგინოს, როგორც ეს რესპუბლიკის პრეზიდენტმა განაცხადა და საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სტრუქტურათაშორისმა კომიტეტმა 2018 წლის 8 თებერვლის შეხვედრაზე განიხილა.

აღნიშნული დახმარება არათუ გაიზრდება, არამედ იქნება უკეთ მართული, უფრო ეფექტური და მომხმარებლებთან უფრო ახლოს, იმ სხვა და სხვა ზომის წყალობით, რომელიც სტრუქტურათაშორისი კომიტეტის მიერ იქნა გაცხადებული: განვითარების საბჭოს შექმნა, რომელსაც რესპუბლიკის პრეზიდენტი უხელმძღვანელებს, სახელმწიფო დახმარების მართვის გაძლიერება, სტრუქტურათაშორისი კომიტეტისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სტრატეგიული ორიენტაციის კომიტეტის რეგულარული შეხვედრები, სტრატეგიული საინვესტიციო გეგმების დანერგვა თვითოეული სექტორისთვის.

აღნიშნული მონაცემები იხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ვებ-გევრდზე: http://www.oecd.org/dac/

გამოქვეყნებულია 07/05/2018

გვერდის დასაწყისი